ვანო მერაბიშვილი - შსს მხოლოდ სახელმწიფო შენობების დაცვით შემოიფარგლება
შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, შსს მხოლოდ სახელმწიფო შენობების დაცვით შემოიფარგლება.
ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა საინფორმაციო სააგენტო “როიტერს” განუცხადა.
“ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ ძალადობა და ამ მიზნით გადავწყვიტეთ, მხოლოდ სახელმწიფო შენობების დაცვით შემოვიფარგლოთ, რათა რადიკალურად განწყობილი მომიტინგეების ნაწილს არ მივცეთ საბაბი და საშუალება სერიოზული დაპირისპირება მოხდეს”, - აღნიშნა მერაბიშვილმა.
სააგენტო “როიტერმა” 9 აპრილის აქციის წინ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოწოდებები და განცხადებები გაავრცელა.