ნინო ბურჯანაძე - პრეზიდენტს ვუთხრათ, რომ ის უნდა გადადგეს
პარლამენტთან გამართულ აქციაზე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოვიდა.
“პრეზიდენტს ვუთხრათ, რომ ის უნდა გადადგეს. ამ მოთხოვნაში ჩვენ ერთნი ვართ. მან ვერ გაიგო, რომ ყავს ხალხი, რომელთაც ღირსების გრძნობა აქვთ და მათთან ძალის გამოყენება არ შეიძლება. პრეზიდენტი, რომელმაც ომი წააგო და ამის გამო ბოდიშიც კი არ მოუხდია, უნდა წავიდეს”, _ აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, იგი დიდხანს იყო ხელისუფლებაში, ვიდრე მოსახლეობის დაცვას შეძლებდა. ამ სიტყვებმა აქციის მონაწილეთა ნაწილში უარყოფითი ემოცია და შეძახილები გამოიწვია. თუმცა, ბურჯანაძემ საუბრის დასრულება შეძლო და დასძინა, რომ იგი ბოლომდე მათთან ერთად იდგება.