უამინდობის გამო საქართველოს რეგიონეში ამ დროისთვის ელექტროენერგია 20 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიადან” აცნობეს, აბონენტების უმრავლესობა მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლის რეგიონშია გათიშული.
ენერგოკომპანიის ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს და ენერგომომარაგება უახლოს საათებში განახლდება.
გუშინ ელექტროენერგია 32 ათასამდე აბონენტს ჰქონდა შეწყვეტილი. ამასთან, “ენერგო-პრო ჯორჯიაში” კატეგორიულად უარყოფენ ელექტრონერგიის განგებ გათიშვის ფაქტს და აცხადებენ, რომ დენის შეწყვეტის მიზეზი ძლიერი ქარი და წვიმაა და ამას არანაირი კავშირი არა აქვს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან.
|