|
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დორა ბაკოიანისმა საქართველოში ეუთო-ს საველე სამქმიანოის პერსპექტივები განიხილეს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი იუწყება, სატელეფონო საუბარი გუშინ ბერძნული მხარის ინიციატივით შედგა. ლავროვმა და ბაკოიანისმა 23-24 ივნისისთვის დაგეგმილი კონფერენციის შესახებაც იმსჯელეს.
საქართველოში ეუთო-ს ოფისის მომავალი სამიანობა განიხილა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმაც რუსეთის ფედერცაციაში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებთან.
გუშინდელ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს საქართველოში ეუთო-ს ბიუროსა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან დამკვირვებლების მანდატის შესახებ ბერძნული მხარის წინადადებებზე.
რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ დაინტერესებულია საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ეუთო-ს საქმიანობის გაგრძელებით. კარასინმა აღნიშნა, რომ კონსტრუქციული გამოსავლის მოძებნას რიგი ქვეყნების არაკონსტრუქციული პოზიცია უშლის ხელს.
როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსკოვს სურს, ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა რეგიონში ახალი პოლიტიკურ-სამართლებირვი რეალობების შესაბამისად წარიმართოს და მზად არის, საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ეუთო-ს საველე ყოფნის მანდატთან დაკავშირებით კონსტრუქციული მოლაპარაკებები აწარმოოს.
|