|
არასაპარლამენტო ოპოზიციის აქციას დღეს „მოძრაობა სამართლიანი საქართველოს“ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელიც შეუერთდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მოძრაობიდან აცნობეს, ნოღაიდელი და პარტიის სხვა ლიდერები აჭარიდან დღეს დაბრუნდებიან და 15:00 საათისთვის დაგეგმილ აქციას შეურთებიან.
რაც შეეხება ბათუმში გუშინ გამართულ აქციას, „მოძრაობა სამართლიან საქართველოში“ აცხადებენ, რომ აქციამ წარმატებით ჩაიარა და ბათუმის ქუჩებში 5 000 ადამიანი გამოვიდა.
თბილისში, პარლამენტის წინ გუშინ მიმდინარე აქციას კი, მოძრაობის ერთ-ერთი წევრი პეტრე მამრაძე და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|