eng  geo  rus  სექტემბერი 03.09.2010 01:31:51

 

პოპულარული სიახლეები
პოლონეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას
პირველად წყალბურთის ისტორიაში "ლენ ტროფი"-ს ა ჯგუფის საკვალიფიკაციო რაუნდი თბილისში გაიმართება
ქართველი კალათბურთელები მორიგი მატჩისთვის ემზადებიან
swf
(0.0)
ინტერვიუ
ელიზბარ ჯაველიძე: სოსო ცისკარიშვილი იყო უშიშროების აგენტი


,,მე გარწმუნებთ, ე.წ. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი არაფრის მცოდნე არაა. ჯერ ერთი, არაფერი დაუწერია აზრიანი და მეორე, არც ნათელმხილველური ნიჭი აქვს, რომ განჭვრიტოს მომავალი. მე ვიცნობ კარგად მის წარსულს. სოსო ცისკარიშვილი იყო უშიშროების აგენტი. შეიძლება ვინმემ მითხრას, რომ მართალი არა ვარ ამ განცხადებისას, მაგრამ სანდო წყაროებიდან მაქვს ეს ინფორმაცია", _ აცხადებს ,,ჯორჯიან თაიმსთან" საუბრისას აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე.

 

,,ჯორჯიან თაიმსი": ბატონო ელიზბარ, თქვენ ღიად დაუპირისპირდით ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს, რა არის ამის მიზეზი?

ელიზბარ ჯაველიძე: ამ ბოლო დროს მომრავლდნენ ექსპერტები, პოლიტოლოგები. ვისაც არ ეზარება, ყველა გამოდის განცხადებებით. ხელისუფლება თავის მიერ შობილ ექსპერტებს ანიჭებს ტიტულს. მე ექსპერტობა მაშინ მესმის, როცა კაცს პოლიტოლოგიაში დაწერილი აქვს ნაშრომები. მათი ნაშრომები ჯერ არ მინახავს, დასხდებიან და მსჯელობენ. რასაც მსჯელობენ, ის არის სისულელე. ყოველგვარი აზრისგან არის დაცლილი, ან საიდან გამოიჩეკნენ ეს ვითომ ექსპერტები?

_ მათი უმრავლესობა ოპოზიციურ აზრს ახმიანებს. ერთგვარად ხალხის აზრსაც გამოხატავს...

_ ჩაბრძანდით გლეხებთან და ნახავთ, რომ ისინი უფრო საღად და მართებულად აზროვნებენ, ვიდრე ე.წ. ექსპერტები და პოლიტოლოგები. მათში აშკარად ჩანს ხელისუფლების დაკვეთა. დაუჯერებელია, მაგრამ ამა თუ იმ ოპოზიციონერის ქებაც და ძაგებაც გათამაშებულია იმისთვის, რათა შექმნან საზოგადოებრივი აზრი.

როდესაც ეს ჩვენი ექსპერტები თუ ,,ყველა დროის წარჩინებული მოღვაწეები" შეამჩნევენ, რომ ნავი იძირება, მოჰყვებიან ხოლმე ნავის ძაგებას და ოპოზიციონერის მანტიას ირგებენ. მოტივად აქვთ არა პოლიტიკური სისტემის შეცვლა, არამედ სავარძლები. ისინი ხოტბას ასხამენ იმ ძალას, რომელიც, თუ ჩაანაცვლებს სააკაშვილის მმართველობას, უაღრესად გაანადგურებს ქვეყანას.

_ რომელ ძალაზე მიუთითებთ?

_ ალასანიაზე. 35 წლის ღლაპს, ირაკლი ალასანიას როგორ უნდა ვენდო, რომელსაც მეტად ბნელი წარსული აქვს და მალე წამოუტივტივდება ცოდვები. უჩივიან შვილმკვდარი დედები. რა გააკეთა გაერომ ჩვენს სასარგებლოდ, როცა ის ელჩი იყო? ალასანია არის "სააკაშვილი ნომერი 2". მათ შორის არის მხოლოდ სავარძლისმიერი დაპირისპირება.

ალასანიასავით დინჯია სოსო ცისკარიშვილი. გარეგნობა უწყობს ხელს, რომ ხალხი მოატყუოს მისმა "სტოიკურმა" სიდინჯემ. ტიპიური სათვალიანი აკადემიკოსი კაცია და მსჯელობს დინჯად. როგორც ჟურნალისტები და მსმენელები ამბობენ, სერიოზული კაცია. თავისი ქცევებით და წესით თავიდანვე ვატყობდი, რომ შებორკილი იყო და ვიღაცის მითითებებს ასრულებდა.

ცისკარიშვილმა სოროსთან გამონახა საერთო ენა. როდესაც მან ვენაში წასულ ადამიანებს რუსეთის აგენტები გვიწოდა, მეც საკადრისი პასუხი უნდა გავცე: ის არის სოროსის აგენტი, მისი ფულით აღზევებული. სოროსის ფულით შექმნა მან ლაბორატორია და მოიმაგრა ეკონომიკურად წელი. ეგ ის ცისკარიშვილია, რომელიც შევარდნაძის მორჩილი  იყო, მერე გამოაძევეს გუნდიდან და დაიწყო ახლა ოპოზიციონერობა.

მწვავე პოლიტიკური სიტუაციების დროს დუმდა ეს ბატონი, ახლა რომ ბურჯანაძეს უდგას გვერდით და მხარგრძელივით იქცევა. გულწრფელი და თავდადებული ოპოზიციონერის როლს თამაშობს. მე მას ვაფრთხილებ თქვენი საშუალებით, საერთოდ ნუ შეგვეხება იმათ, ვისაც სამშობლო და ერი უყვარს. თავისი ერისშვილობა დაამტკიცოს თავისი საქციელით, თორემ უარესებს ვიტყვი მასზე.

მე არავის ვუპირისპირდები პიროვნულად, ვუპირისპირდები საერთო ტენდენციას. ვინც სოროსის რძით არის ნაკვები და სოროსის ქურაში არის გამობრძმედილი, მე მისი ქართველობის არ მწამს. იმიტომ ვებრძოდით ჩვენ სოროსს, რომ აფინანსებდა ანტიქართულ საქმეს. სოროსმა დიდი ფული დახარჯა ცისკარიშვილსა და მისნაირებზე, რომ მიზნებისთვის მიეღწია. მთელი წელი მათ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ხელფასებს უხდიდა, რათა მისი სასურველი პოლიტიკა განეხორციელებინათ. დაანგრიეს და მოსპეს ეროვნული ცნობიერების კერები მათ, ვინც დღეს პოლიტიკას წარმართავენ.

_ რის საფუძველზე აცხადებთ, რომ ცისკარიშვილი აგენტია...

_ უნდა ჩატარდეს გამოძიება, უნდა მიიღონ ,,ლუსტრაციის კანონი", რომელიც გამსახურდიას დროს ჩავარდა. როდესაც ალასანია უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, მას კავშირი ჰქონდა როგორც რუსეთის კაგებესთან, ისე ცრუ-სთან. უნდა ჩანდეს გამჭვირვალობა ყველა ადამიანისა. ზვიადის დროს ამ კანონის მოწინააღმდეგეთა არგუმენტი ის იყო, რომ ადამიანების გამოაშკარავება დააზარალებდა მათ შთამომავლობას. სინამდვილეში კი ეს აუცილებელია, რადგან ასეთ ადამიანებს უნდა ეკრძალებოდეთ პოლიტიკური მოღვაწეობა.

_ რამდენადაც ცნობილია, კაგებე-ს აგენტები ოფიციალურად არსად  იყვნენ დაფიქსირებულნი...

_ ვერ გეტყვით, კერძოდ, როგორ და სად მინახავს ამ აგენტების სია, მაგრამ ზვიად გამსახურდიას ჰქონდა ჩამონათვალი იმ აგენტებისა, რომელთა უმრავლესობაც იქ მეტსახელებით იყო შეყვანილი. ცისკარიშვილის აგენტობაც აქედან ვიცი. სხვა ბევრ ისეთ ადამიანზეც ვიცი, დღეს რომ ეროვნულ მოღვაწეებად არიან წარმოჩინებულნი. ცისკარიშვილი ერთ-ერთი მათგანია. მე მაქვს ინფორმაცია ბევრ სამღვდელო პირზეც, რომ ისინი უშიშროების აგენტები არიან. ამას აცხადებს რეზო ამაშუკელიც, რომელიც მოწმობს, რომ პატრიარქის გარშემო ასეთი 5-6 კაცია.

ჩატარდეს გამოძიება სახელმწიფო დონეზე და მე ვიტყვი მათ სახელებს. საგარეო საქმეთა მინისტრი რომ გვყავს რუსეთის მოქალაქე, ამაზე რატომ არავინ ლაპარაკობს? ეგ არ არის აგენტობა? ამ დროს რამდენს ლაყბობს რუსეთის წინააღმდეგ.

_ ბატონო ელიზბარ, რისი მოლოდინი გაქვთ 9 აპრილისათვის, ხომ არ შეშინდება საზოგადოება ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, გამოვა ქუჩაში?

_ აუცილებლად, 70 წლის ვარ და ამ ხნის მანძილზე ჯერ არ მინახავს ასეთი საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში. მე მეიმედება ეროვნული ფორუმი, ,,ლეიბორისტები" და ეკა ბესელია. მგონია, რომ გააქტიურდება ოქრუაშვილიც. მას ამის უფლება აქვს.

9 აპრილის მერე მოდით და გეტყვით, რა ფული ტრიალებდა სხვა ოპოზიციურ ძალებთან, რატომ მეპარება მათ ეროვნულობაში ეჭვი. 9 აპრილის მერე გეტყვით, როგორ და ვინ არის შეკრული ხელისუფლებასთან. არსებული ოპოზიციური ძალების დიდი ნაწილი სპექტაკლს დგამს და თამაშობენ. ზოგს პარლამენტში მოსვლა სურს მხოლოდ, ზოგთან კი დიდი ფული ტრიალებს.

მე თითოეულ კონკრეტულ პიროვნებაზე მაქვს ინფორმაცია. ხალხის ზურგსუკან საუბრობდნენ სააკაშვილთან და ამას თუ ისინი არ იტყვიან, სხვა იტყვის. ამიტომ არ ვენდობი ამ ძალებს, ცალი ,,კალოშით" რომ ჩამოვიდნენ და მილიონები იშოვეს. ისინი უნდა გამოვააშკარავოთ. ქართველმა ხალხმა პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს, თორემ სამუდამოდ დაიღუპავს თავს.

 

ჟანა ასანიძე
2009.04.10 12:55
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 109 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

სახელი *
შეტყობინება *
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი *
 
 
ძიება საიტზე
დღის ქრონიკა
18:41
ანონსი
18:17
7 სექტემებერს საქართველოში კონდოლიზა რაისი, მიხეილ გორბაჩოვი და უილიამ პერი ჩამოვლენ
18:15
თემურ იაკობაშვილი: ძვირფასო მეგობრებო, ეწვიეთ საქართველოს
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1 2345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სექტემბერი 2010

Rambler's Top100

გაზეთი
საზოგადოება | 2010.08.09 23:29
იმ დღეებში სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ყელყელაობდა: "შლოპანციან რუს და აფხაზ ჯარისკაცებს სამ საათში დავამარცხებთო". უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე კი "მეორე ხმაში" მღეროდა: ჟანგიან რუსულ გემებს სევასტოპოლამდე გავდევნითო.
ეკონომიკა | 2010.08.09 23:04
ხელისუფლებამ მცირე ბიზნესის საბოლოოდ ალაგმვა განიზრახა. როგორც ჩანს, ამჯერად მცირე ბიზნესი საქართველოში ახალ საგადასახადო კოდექსს შეეწირება. ვნახოთ, როგორ აფასებენ "რევოლუციური", ორაზროვანი ახალი საგადასახადო კოდექსის შინაარსსა და შედეგებს კომპენტენტური პირები და ორგანიზაციები.
პოლიტიკა | 2010.08.09 22:53
თეა თუთბერიძე: უკვე დიდი ხანია, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო დოკუმენტაციას ვთხოვთ, თუმცა, არათუ დოკუმენტაცია, ნორმალურ პასუხსაც არავინ გვცემს.
ინტერვიუ | 2010.08.09 22:42
ჩემს ოჯახს მისგან საჩუქრები და ინდულგენციები არასოდეს მიუღია. არის თუ არა 13 ათასი დოლარი "სიმბოლური" და "აჩუქა" თუ არა ინგა გრიგოლიას მამას სააკაშვილმა ბიზნესი? მიმდინარეობს თუ არა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ ფარული პოლიტიკური კამპანია და არის თუ არა მზად საკრებულოს დეპუტატი, მოიგერიოს პოლიტიკური მეტოქეები? ამ საკითხებთან დაკავშირებით "ჯორჯიან თაიმსი" ინგა გრიგოლიას შეხვდა, რომელმაც მისი ოჯახის წინააღმდეგ ბოლო ხანს გავრცელებული ბრალდებების შესახებ ისაუბრა.

საინფორმაციო პარტნიორები: Rustavi2; Civil Georgia; Newsgeorgia; Interpressnews  ,GHN
ყველა სტატია
დიდი თურქობა საქართველოში
ის, რაც ბოლო წლებში ხდება...
ქართული პრესა და პრეზიდენტი...
ვინ ლობირებს ხელისუფლებაში გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს?
საქართველოს ეკონომიკა ღვინიასავით უფსკრულში იჩეხება.
800 ოფიცერი შინ წავიდა. მიხეილი კი კმაყოფილ-ბედნიერი!
გიგა ბათიაშვილი: მაგ თქვენს "ვირის ხიდს", მოვა დრო, თუ ცოცხალი დავრჩი, სხვაგან გადავიტან.
იაკობ ჯუღაშვილი: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტალინისა და ბერიას მკვლელობა "პარტ აპარატჩიკების" მიერ, დასავლეთის მონაწილეობის გარეშე, ვერ მოხდებოდა. ბერიას მკვლელობა და სპეცკომიტეტის გაუქმება ერთი იყო.
რატომ ჩახოცეს აფრასიძეები?!
"სასოწარკვეთილ გაუთხოვართა შოუ" ანუ "დღის შოუ".
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2010 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63