|
ფოთის პორტში ხვალ თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი შემოვა.
ფოთის პორტში იგი 09:30 საათზე შევა. მოქალაქეებს კი 15:00-დან 17:00 საათამდე ხომალდის დათვალიერების საშუალება მიეცემათ. ოფიციალური დახვედრის ცერემონიისთვის ფოთის მერიაში სამზადისი უკვე დაწყებულია, სტუმრების მიღების ცერემონია “იახტკლუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და მას ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალური პირები დაესწრებიან.
უცხოელ სტუმრებს ქართული მხარე ტრადიციულად საჩუქრებს გადასცემს.
|