|
ოპოზიცია დღეიდან კონკრეტულ მოქმედებებს იწყებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პოზიცია არ იცვლება და მიხეილ სააკაშვლის გადადგომის მოთხოვნა ძალაში რჩება.
ზვიად ძიძიგურის თქმით კი, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება დიალოგთან დაკავშირებით ყალბია და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევაზე ახალი ხელისუფლება იმსჯელებს.
|