ლავროვი საქართველოს ნატოში ინტეგრაცია სახიფათოდ მიიჩნევს
სერგეი ლავროვი საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. რუსეთის პირველი დიპლომატი აცხადებს, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პროცესი სახოფათოა და ამის მაგალითად კავკასიის კრიზისი მოჰყავს.
`საქართველო რომ უკვე ნატოს წევრი ყოფილიყო, რუსეთს სხვა გზა არ ექნებოდა, გარდა იმისა რომ ემოქმედა ზუსტად ისე, როგორც გასული წლის აგვისტოში,`- აცხადებს სერგეი ლავროვი.