ლიტვა ოფიციალურ მოსკოვს საქართველოს ტერიტორიულ წყლებთან ახლოს სამხედრო სწავლეების პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საუბრია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის ქმედებები მხოლოდ დაძაბულობის დონეს ზრდის და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას მთელს რეგიონში.
ლიტვა მიესალმება საქართველოს შიდა პოლიტიკურ ურთიერთობაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პიტერ სემნების პოზიტიურ როლს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში კიდევ ერთხელ ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.