|
საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტ ვუდმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განახცადა.
„ისინი ისაუბრებენ საქართველოში და მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ასევე, იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ერთობლივად ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. უფრო დეტალურ ინფორმაციას შეხვედრის დასრულების შემდეგ გავავრცელებთ“, - აღნიშნა ვუდმა.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისთვის არ არის ცნობილი, რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციის მოთხოვნებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი აშშ-ში 16 აპრილს დასრულდება.
|