რუსეთი საქართველოში მორიგი აგრესიის განხორციელებას ვერ შეძლებს, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს საზღვრებზე რუსული სამხედრო ძალების მობილიზაცია მიმდინარეობს, თუმცა ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერა გაცილებით დიდია, ვიდრე ეს აგვისტოს ომის დროს იყო.
ეს განცხადება პრეზიდენტმა დღეს ვარკეთილში მეხუთე სამკურნალო ცენტრი გახსნაზე გააკეთა. ცენტრში მთავრობის მიერ ინიცირებული `იაფი დაზღვევის` პროგრამა მიმდინარეობს. პრეზიდენტი პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო.