|
ტელევიზიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთან “ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენლები მამუკა კაციტაძე და დავით ბერძენიშვილი იმყოფებიან.
როგორც მამუკა კაციტაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საპროტესტო მუხტი თბილისის სხვა უბნებსაც გადაედება, ამის შემდეგ კი - საქართველოს რეგიონებს.
რაც შეეხება პარასკევსა და შაბათს, მამუკა კაციტაძის თქმით, ტელევიაზიასთან, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან და პარლამენტთან საკნები აუცილებლად დარჩება.
“აქ იქნება სანთლები, ლოცვები, წითელი კვერცხები და ბრწყივნალე შვიდეულის შემდეგ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას”, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.
ტელევიზიის წინ მოძრაობა თავისუფალია, საკნები ტელევიზიის კიბეებთან არის განლაგებული. ტელევიზიის შენობაში კი, პოლიციის თანმაშრომლებთან ერთად, იმყოფებიან სპეცრაზმის თანამშრომლები.
ამასთან, მამუკა კაციტაძის ინფორმაციით, პარლამენტთან 16:00 საათზე საინფორმაციო მიტინგი დაიწყება, სადაც დღევანდელი დღის კონკრეტული გეგმები გახდება ცნობილი. შემდეგ მიტინგი ტელევიზიასთანაც გაიმართება.
|