მთავრობის ახალი ინიციატივა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სახალხო დაცველის უფლებები გაიზრდება. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით ციხეებსა და საპყრობილეებში მონიტორინგის უფლება ექნება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სახალხო დამცველის ნდობის მანდატს მიიღებს. მოქმედი კანონმდებლობით ამ დროისთვის ეს უფლება მხოლოდ ომბუდსმენს აქვს.
`ხელისუფლების მიერ გამოცხადებული `დემოკრატიის ახალი ტალღა` გულისხმობს მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ხელს შეუწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას და სახალხო დამცველის უფლების გაზრდას იმ კუთხით, რომ მას ჰქონდეს უფლება გაუშვას თავისი რწმუნებულები სასჯელაღასრულების დაწესებულებებში მონიტორინგისათვის,` აცხადებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი.