eng  geo  rus  სექტემბერი 03.09.2010 01:28:54

 

პოპულარული სიახლეები
პოლონეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას
პირველად წყალბურთის ისტორიაში "ლენ ტროფი"-ს ა ჯგუფის საკვალიფიკაციო რაუნდი თბილისში გაიმართება
ქართველი კალათბურთელები მორიგი მატჩისთვის ემზადებიან
swf
(0.0)
პოლიტიკა
თეიმურაზ შაშიაშვილი, ახალი პოლიტიკური ძალის ,,თეთრი მოძრაობა” (თეთრები) დაფუძნების საინიციატივო ჯგუფის წევრი


 

,,თეთრების” პოზიცია  .  ,,თეთრების” მოწოდება


• დუმილი დღეს – ღირსებაზე უარის თქმის ტოლფასია!
• ვინც კარგ დროს ელოდება – ცუდს ახანგრძლივებს!
• ვიაზროვნოთ სწორად, განვთავისუფლდეთ ეშმაკისაგან!
• მოვახდინოთ პროცესების ინტელექტულური რადიკალიზაცია!


პოზიცია:


  დღეს დიდი ხუთშაბათია – საიდუმლო სერობის ხსენების დღე. ქართველი კაცისათვის ეს დღე ოდიდგან მოღალატისა და გამცემისაგან, ეშმაკისა და ბოროტისაგან განთავისუფლებას, ადამიანში სიკეთის საწყისების გაძლიერებას ნიშნავდა. წმიდა მამები ამბობენ ,,ეშმაკი ლაპარაკობს ჩვენით, თუ სწორად არ ვაზროვნებთ”. ,,აზროვნების სიძნელე” მიაჩნდა მერაბ მამარდაშვილს საქართველოს უბედურების სათავედ. როგორც ჩანს, ხელისუფლება სრულად და განუკურნებლად შეიპყრო ამ სენმა.  არც პოლიტიკური ოპოზიციაა მისგან თავისუფალი.
 

 ,,თეთრებისათვის” აბსოლიტურად მიუღებელია პოლიტიკურ წრეებში გამეფებული პოზიცია: ,, ეშმაკს შევეკვრები სააკაშვილის წინააღმდეგ”. ასეთი პრინციპი თვით სააკაშვილის დამკვიდრებულია იმ პერიოდიდან როცა, შევარდნაძის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა. თუ ეშმაკს ეკვრები, შენც ეშმაკი ხარ და, რაც მთავარია ეშმაკს ეშმაკი ვერ ამარცხებს. ქართული ცნობიერებისათვის მიუღებელმა ამ პოზიციამ საქართველო ეშმაკთა ბრძოლის და ეშმაკთა გამარჯვების ასპარეზად აქცია. ამის გამოა, რომ ქვეყანა არნახული სისცრაფით მიექანება სრული კატასტროფისაკენ. ამის უტყუარი დასტურია მიხეილ სააკაშვილის სრულიად გაუაზრებელი ინტერვიუები უცხოეთის პრესაში, მისი ტყუილები მოსახლებასთან შეხვედრების დროს, ეკონომიკაში შექმნილი უაღრესად რთული მდგომარეობა, ორნიშნა ინფლაცია, დეფიციტი სგადასახადო ბალანსში, მკვეთრათ უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსი, დიდი საგარეო ვალი და მისი შემდგომი ზრდის ტენდენცია, მზარდი უმუშევრობა, იზოლაცია რომელშიც ქვეყანა მოექცა უსუსური საგარეო პოლიტიკისა და სხვა ქვეყნნებისადმი სააკაშვილის შეურაცმყოფელი გამოთქმების გამო.
  

გადარჩენა მხოლოდ ზნეობრივ ბრძოლაში, პროცესების ინტელექტუალურ რადიკალიზაციაში, ხაზგსამით ვამბობ, ინტელექტუუალურ და არა პოლიტიკურ რადიკალიზაციაშია. რომელთა შედეგი უნდა იყოს სისტემური ცვლილებები და პრეზიდენტის გადადგომა. ჩვენი პოზიცია უცვლელია: ჩვენ არ მივალთ რუსთაველის გამზირის პოლიტიკურ ტრიბუნასთან. ღადგან მიგვაჩნია, რომ ეს ტრიბუნა საზოგადოებრივი უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვდგევართ რუსთაველზე, ვდგევართ ხალხში და ხალხთან, და გვაქვს მკვეთრი პოზიცია: ვიაზროვნოთ სწორად, განვთავისუფლდეთ ეშმაკისაგან! მოვახდინოთ პროცესების ინტელექტულური რადიკალიზაცია!


,,თეთრების” მოწოდება

არავის ღირსებას არ მატებს, მოაზროვნე და განათლებულ ადამიანებს კი ღირსებას ართმევს, ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს ანადგურებს და საქართველოს, როგორც ცივილიზაციის სათავეებთან მდგომ ქვეყანას, ჩრდილს აყენებს:

• დუმილი მაშინ, როცა ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცდა, ბოროტება კი ერთ სახელისუფლებო პოლიტიკურ მუშტად შეიკრა;

• დუმილი მაშინ, როცა მოქკავშირ-ნაცმოძრაობა-დემოკრატების წყალობით ქვეყანაში ღარიბი სულ გაღატაკდა, მდიდარი კი კიდევ უფრო მდიდარი გახდა, როცა სიმდიდრე პირდაპირ დაკავშირდა ხელისუფლებასთან;

• დუმილი მაშინ, როცა იყიდება ყველაფერი – მიწაც, მიწაში და მიწის ზემოთ არსებულიც გაიყიდა ხელისუფალთა უსინდისობით და მთელი სიმდიდრე არადემოკრატიული ქვეყნების ბიზნესმენთა ხელში აღმოჩნდა;

• დუმილი მაშინ, როცა ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ემსახუროს, ხალხი აქცია თავის მსახურად და ამკვიდრებს მონურ ფსიქოლოგიას;

• დუმილი მაშინ, როცა ებრძვიან ნიჭს, გონიერებას, კრიტიკულ აზროვნებას,  ებრძვიან ქართულ ეროვნულ ცნობიერებას, მართმადიდებელ ეკლესიას, მეცნიერებას, კულტურას, განათლებას, სპორტს, ჯანმრთელობას, ებრძვიან მოაზროვნე ადამიანებს და ფულით ყიდულობენ გაჭირვებულებს, როცა დეკლარირებული თავისუფლების ნაცვლად მივიღეთ “ფულისუფლების” ქვეყანა, სადაც სისტემაა კორუმპირებული და სადაც თავად კორუფციული სისტემის შემქმნელები იჭერენ კორუფციის მსხვერპლთ;

• დუმილი მაშინ, როცა არჩევნებს იგებს არა ხალხი, არამედ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამომრჩეველთა ხმებს ითვლის... როცა ქვეყანას მართავს არჩევნების გაყალბებით მოსული სხვა ქვეყნის მარიონეტი ხელისუფლება... როცა მოპარულია პრეზიდენტის სკამიც კი, ძალითაა მითვისებული პარლამენტარობა, როცა თითქმის ყველა თანამდებობის პირი სხვის  სკამზე ზის;

• დუმილი მაშინ, როცა ქვეყანას მართავს 7 ნოემბრის ავტორი და საკუთარი ქვეყნის ერთი ნაწილის წინააღმდეგ ბრძოლის დამწყები, საქართველოს ტერიტორიების დამკარგავი, შეურაცხმყოფელად მშიშარა, ლაჩარი და მატყუარა პრეზიდენტი.

დუმილი დღეს, მართლაც, პიროვნული და ეროვნული ღირსებისა და საქართველოს დაკარგვის ტოლფასია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ვინც კარგ დროს ელოდება, აშკარად ცუდს ახანგრძლივებს.

,,თეთრები” როგორც ახალი პოლიტიკური ძალა, ამ განწყობითა და სულისკვეთებით ვიწყებთ ბრძოლას საქართველოსათვის!


                                                                    15 აპრილი, 2009 წ.

  მისამართი: 0179, თბილისი, ღამბაშიძის ქ. NO 4   ტელ.: 443 446:  8 (90)40 54 55;  ფაქსი: 443447

ელ-ფოსტა: tetrebigeorgia@gmail.com;  web -გვერდი:  www.tetrebi. org   

ახალი პოლიტიკური ძალა ,,თეთრი მოძრაობა” (თეთრები)
2009.04.16 13:43
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 121 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

სახელი *
შეტყობინება *
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი *
 
 
ძიება საიტზე
დღის ქრონიკა
18:41
ანონსი
18:17
7 სექტემებერს საქართველოში კონდოლიზა რაისი, მიხეილ გორბაჩოვი და უილიამ პერი ჩამოვლენ
18:15
თემურ იაკობაშვილი: ძვირფასო მეგობრებო, ეწვიეთ საქართველოს
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1 2345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სექტემბერი 2010

Rambler's Top100

გაზეთი
საზოგადოება | 2010.08.09 23:29
იმ დღეებში სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ყელყელაობდა: "შლოპანციან რუს და აფხაზ ჯარისკაცებს სამ საათში დავამარცხებთო". უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე კი "მეორე ხმაში" მღეროდა: ჟანგიან რუსულ გემებს სევასტოპოლამდე გავდევნითო.
ეკონომიკა | 2010.08.09 23:04
ხელისუფლებამ მცირე ბიზნესის საბოლოოდ ალაგმვა განიზრახა. როგორც ჩანს, ამჯერად მცირე ბიზნესი საქართველოში ახალ საგადასახადო კოდექსს შეეწირება. ვნახოთ, როგორ აფასებენ "რევოლუციური", ორაზროვანი ახალი საგადასახადო კოდექსის შინაარსსა და შედეგებს კომპენტენტური პირები და ორგანიზაციები.
პოლიტიკა | 2010.08.09 22:53
თეა თუთბერიძე: უკვე დიდი ხანია, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო დოკუმენტაციას ვთხოვთ, თუმცა, არათუ დოკუმენტაცია, ნორმალურ პასუხსაც არავინ გვცემს.
ინტერვიუ | 2010.08.09 22:42
ჩემს ოჯახს მისგან საჩუქრები და ინდულგენციები არასოდეს მიუღია. არის თუ არა 13 ათასი დოლარი "სიმბოლური" და "აჩუქა" თუ არა ინგა გრიგოლიას მამას სააკაშვილმა ბიზნესი? მიმდინარეობს თუ არა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ ფარული პოლიტიკური კამპანია და არის თუ არა მზად საკრებულოს დეპუტატი, მოიგერიოს პოლიტიკური მეტოქეები? ამ საკითხებთან დაკავშირებით "ჯორჯიან თაიმსი" ინგა გრიგოლიას შეხვდა, რომელმაც მისი ოჯახის წინააღმდეგ ბოლო ხანს გავრცელებული ბრალდებების შესახებ ისაუბრა.

საინფორმაციო პარტნიორები: Rustavi2; Civil Georgia; Newsgeorgia; Interpressnews  ,GHN
ყველა სტატია
დიდი თურქობა საქართველოში
ის, რაც ბოლო წლებში ხდება...
ქართული პრესა და პრეზიდენტი...
ვინ ლობირებს ხელისუფლებაში გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს?
საქართველოს ეკონომიკა ღვინიასავით უფსკრულში იჩეხება.
800 ოფიცერი შინ წავიდა. მიხეილი კი კმაყოფილ-ბედნიერი!
გიგა ბათიაშვილი: მაგ თქვენს "ვირის ხიდს", მოვა დრო, თუ ცოცხალი დავრჩი, სხვაგან გადავიტან.
იაკობ ჯუღაშვილი: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტალინისა და ბერიას მკვლელობა "პარტ აპარატჩიკების" მიერ, დასავლეთის მონაწილეობის გარეშე, ვერ მოხდებოდა. ბერიას მკვლელობა და სპეცკომიტეტის გაუქმება ერთი იყო.
რატომ ჩახოცეს აფრასიძეები?!
"სასოწარკვეთილ გაუთხოვართა შოუ" ანუ "დღის შოუ".
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2010 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63