|
დღეს განსაკუთრებით გვჭირდება თავმდაბლობა, უფალი ბრძანებს, რომ ღმერთი ამპარტავანთ შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთ მიანიჭებს მადლს, - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დღეს დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება კათალიკოს-პატრიარქმა წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.
ილია მეორემ მიულოცა მრევლს დღევანდელი დღე და ფეხბანვის წესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ფეხბანვის წესით უფალმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად აუცილებელია თავმდაბლობა”,-ბრძანა პატრიარქმა.
მან მოუწოდა მრევლს, დღეს მივიდნენ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც 19:00 საათზე 12-გზის ზეთიცხება დაიწყება.
წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში “ფეხბანვის” წესი შესრულდა. კათოლიკოს- პატრიარქმა 12 სასულიერო პირს თვითონვე დაბანა ფეხი. წმინდა სახარების მიხედვით, დღევანდელ დღეს უფალმა თავისი მოციქულები თვითონვე აზიარა.
|