ამერიკის საელჩო მეთიუ ბრაიზას საქართველოში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” აშშ-ს საელჩოში განუცხადეს, საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არც ყოფილა; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამშემწე ბაქოში იმყოფებოდა და საქართველოს გავლით ერევანში გაემგზავრა.
“მეთიუ ბრაიზამ ტრანზიტით გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. იგი ბაქოდან ერევანში გაემგზავრა, რის შემდეგაც აშშ-ში დაბრუნდება", _ აცხადებენ აშშ-ს საელჩოში.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მეთიუ ბრაიზა საქართველოში დღეს უნდა ჩამოსულიყო.
მალხაზ გულაშვილის შესახებ