|
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ საკნებს დაეჯახა „ოპელის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით DAL-094, რის შედეგადაც რამოდენიმე საკანი ამოყირავდა.
საკანში არავინ დაშავებულა, თუმცა, ამის შემდეგ იგივე მანქანა ეროვნულ მუზეუმთან აქციის მონაწილეს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოგვიანებით ოპოზიციის მხარდამჭერებმა აღნიშნული ავტომანქანა პუშკინის სკვერთან დააკავეს. ოპოზიციის მხარდამჭერებსა და მანქანაში მსხდომ პირებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაშავებულია მანქანაში მყოფი ერთ-ერთი პიროვნება, რომელსაც სხეულის დაზიანებები აქვს მიყენებული.
საბოლოოდ ოპოზიციის მხარდამჭერებმა ავტომანქანა გაუშვეს.
|