უშიშროების საბჭო საქართველოზე რეზოლუციას კენჭს უყრის
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენლის განცხადებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთმა საქართველოსთან დაკავშირებით ახალი რეზოლუციის პროექტი შეიტანა, რომელშიც გათვალისწინებულია გერმანული მხარის წინადადებები.
რეზოლუციას საქართველოს შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭო კენჭს პარასკევს უყრის.
'ჩვენ გავითვალისწინეთ წინადადებები, რომლებიც მანამდე წარმოდგენილ იქნა გერმანიის მიერ,' - განაცხადა გაერო-ში რუსეთის მისიის პრეს-მდივანმა.
გაერო-ში რუსეთის ელჩის ვიტალი ჩურკინის განცხადებით, ალტერნატიული პროექტი გააცნეს უშიშროების საბჭოს ევროპელ წარმომადგენლებს, მათ შორის ე. წ. საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენლებს.
რუსეთის მიერ რამდენიმე დღის წინ წარმოდგენილ რეზოლუციის პროექტს მხარი აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა არ დაუჭირა.