საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 11-12 ივნისს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის რესპუბლიკას ეწვევა.
ბუქარესტში დაგეგმილია შეხვედრები რუმინეთის სენატის თავმჯდომარესთან მირჩა ჯოანასთან, პრემიერ-მინისტრ ემილ ბოკთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან კრისტიან დიაკონესკუსთან.