11-12 ივნისს ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება
2009.06.10 14:36
11-12 ივნისს, ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძეც მიიღებს მონაწილეობას.
სხდომაზე ავღანეთში ნატო-ს სამშვიდობო მისიის განხორციელების საკითხებს განიხილავენ. საუბარი ასევე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის სხვა მიმართულებებსაც შეეხება.
ნატო-ს მინისტერიალში მონაწილეობის მიღების მიზნით დავით სიხარულიძე ბრიუსელში დღეს გაემგზავრება.