ტელეკომპანიებმა "მაესტომ" და "კავკასიამ" მაუწყებლობა შეწყვიტეს
2009.06.15 16:10
ტელეკომპანიებმა "მაესტომ" და "კავკასიამ" მაუწყებლობა შეწყვიტეს. ტელეკომპანიების ხელმძღვანელობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მათ ჟურნალისტებზე, სამართალდამცველების მიერ განხოირციელებულ ძალადობას ასახელებს.
"მაესტროსა" და "კავკასიის" მაუწყებლობა ამ დროისთვის შეწყვეტილია.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები დაარბიეს. ნაცემია ათეულობით მომიტინგე. ამასთან, ტელეოპერატორებსა და ფოტოგრაფებს, მათ შორის, უცხოელებს, ვიდეო-და ფოტო კამერებიც ჩამოართვეს.