სერგეი ბაღაფში მსოფლიოს ტვირთების დაპატიმრებით ემუქრება. სპეციალური განცხადება სერგეი ბაღაფშმა ქართველი მესაზღვრეების მიერ პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის დაკავების შემდეგ გაავრცელა. გემს აფხაზეთში საწვავის კონტრაბანდა შეჰქონდა. ბაღაფშმა სპეციალური განცხადებით გაეროს უშიშროების საბჭოს, ხავიერ სოლანას და ნიკოლა სარკოზის მიმართა.