საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელიც ახლახან აზერბაიჯანში იმყოფებოდა, 24 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთი ზეწოლას ახდენს აზერბაიჯანზე, რომ ამ უკანასკნელმა საქართველოს დამატებითი გაზი არ მიჰყიდოს.
'რუსეთი ეუბნება აზერბაიჯანს, რომ თუ ეს გაზი [რუსეთიდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული] ტრანზიტით საქართველოში მოხვდება, მისი ფასი აზერბაიჯანისთვისაც გაიზრდება. ჩვენმა აზერბაიჯანელმა კოლეგებმა გვითხრეს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების სურვილია დაეხმაროს საქართველოს და ისინი ეძებენ გზებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად,' - განაცხადა მაჭავარიანმა.