გავხდეთ მეგობრები
eng  geo  rus  tur  მაისი 19.05.2013 13:53:52
swf
ბიზნეს რეიტინგი
მალე! მედია ჰოლდინგი "The Georgian Times''-ის ბიზნეს რეიტინგი
ბიზნეს რეიტინგი - ბიზნესის ნაციონალური ჯილდო!
The Georgian Times-ის ტრადიციული „ბიზნეს-რეიტინგი" ბრუნდება!
ყველაზე რეიტინგული
თქვენ, ვისაც შოკმანჟე გიყვართ!
თანამგზავრმა ეგვიპტეში უცნობ პირამიდებს მიაკვლია
,, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი“- ხელისუფლების ტრადიციად ქცეული ე.წ. "საზაფხულო" გააქტიურება შეშფოთებას იწვევს
ინტერვიუ
პრემიერმა სამართალდამცველებს პოლიციელის დღე მიულოცა
რატი ამაღლობელი: შესაძლოა რომელიმე მოძღვარს თქვენი სტატია არ მოეწონოს და საცემად გამოგეკიდონ
დღევანდელ მოვლენებზე პასუხისმგებლობა პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეკისრება

პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი: მე გუშინ ვნახე არარსებული სახელმწიფო
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი 17 მაისის მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს
Amnesty International თბილისში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
სამართალი
გენერალთა კლუბი ყველა პოლიციელს პოლიციის დღეს ულოცავს
შს მინისტრი დღეს კარალეთში პოლიციელებს დააჯილდოებს
შსს დღეს პოლიციელის დღეს აღნიშნავს
სამხედრო თემა
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები თბილისიდან საკუთარ სახლებში გადაასვენეს
ქაშვეთის ეკლესიაში ავღანეთში დაღუპული სამხედროების პანაშვიდი მიმდინარეობს
საქართველოს სახელმწიფო დროშები ავღანეთშიც დაშვებულია
ბლოგი
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ისრაელის გეოპოლიტიკური დილემა: ყოფნა თუ არ ყოფნა???
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ნაციონალ-სოციალიზმის ქართული ვერსიის დასასრული???
რატომ შეუვარდა სააკაშვილი ტრაილერს ?
გამოკითხვა
ვის დაუჭერდით მხარს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად?
სალომე ზურაბიშვილი
ირაკლი ალასანია
არმაზ ახვლედიანი
გიორგი მარგველაშვილი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი*
(3.0)
პოლიტიკა
რატომ არის შევარდნაძე უხსენებელი, კახა ლომაია კი მასონი? ვინ არის ჩვენი თანამემამულე, რომელსაც მასონთა ლოჟის, `მაგისტერიუმის~ ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევენ და ცივ ნიავს არ აკარებენ?
2010.02.19 16:07



"ჯორჯიან თაიმსში" გამოქვეყნდა სტატია ექს-პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ბერძნულ-ებრაული წარმოშობის შესახებ, რასაც ჩვენი მკითხველების (და არა მხოლოდ) მხრიდან დიდი რეზონანსი მოჰყვა.

არ წყდებოდა ზარები. რეკავდნენ როგორც გაზეთის მკითხველები, ასევე შევარდნაძის დროინდელი მაღალი თანამდებობის პირებიც. ამ სტატიის გარშემო უამრავი კითხვა დაგროვდა. "ჯორჯიან თაიმსი" ედუარდ შევარდნაძეს დაუკავშირდა და სთხოვა, იაკობ ახუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით აზრი გამოეთქვა, მაგრამ მან უარი განაცხადა.

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ ინტერვიუს აკადემიკოს იაკობ ახუაშვილთან:

_ ბატონო იაკობ, დაგვირეკა რამდენიმე ყოფილმა მაღალჩინოსანმა და გვითხრა, რომ თქვენ აკადემიკოსი არ ბრძანდებით...

_ როგორც კი მლიქვნელებს, მონებსა და საქართველოსადმი მტრულად განწყობილ ვაი-პატრიოტებს არ მოეწონებათ ჩემი ნათქვამი, მაშინვე გამომიჩხრიკავენ, რომ აკადემიკოსი არა ვარ. დიახ, არა ვარ საქართველოს აკადემიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ვარ ეროვნული და კიდევ ორი აკადემიის აკადემიკოსი. მე მომანიჭეს სახალხო აკადემიკოსის წოდება და, იცით, რატომ? _ სიმამაცის, კაცობის, მამულიშვილური საქმიანობის გამო. სახელმწიფო აკადემიას 1988 წლიდან ვუპირისპირდები. დღემდე გვარი დავუბრუნე და სარწმუნოება აღვუდგინე 50 000 კაცს. 1989 წლიდან ვარ რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი, 10 000 სტატია და 54 წიგნის ავტორი. ჩემი შრომითა და ნაღვაწით იმას ვიმსახურებ, რომ თამამი განცხადებებით გამოვიდე.

_ თქვენ უამრავი ადამიანის გვარი გამოიკვლიეთ და მათი გენეზისი გაარკვიეთ. თქვენი გვარი ქართულია?

_ ვპასუხობ იმ ადამიანებს, ვინც ეჭვქვეშ აყენებს ჩემი გვარის ქართულობას, მათ შორის ბორის ლომაიას, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო პარტიაში შესასვლელი ანკეტების გაყიდვა.

საინტერესოა, თავად ბორისმა შვილი _ კახა ლომაია როგორ აღზარდა? გიპასუხებთ: კახა ლომაია არის მასონი, განათლების სისტემის მტერი. ის ჩემთვის განათლების კი არა, დაბნელების მინისტრი იყო _ წლობით აწყობილი სისტემა დაანგრია.

რაც შეეხება ჩემი გვარის ისტორიას, მას ხშირად ვაქვეყნებდი, რათა მსგავსი ბრალდება ჩემი მისამართით არ წამოსულიყო. ვიყენებდი საარქივო მასალებს, სადაც დადასტურებულია, რომ ახუაშვილი, როგორც გვარი, მომდინარეობს 1817 წლიდან. გვარის ფუძეა სახელი _ "ახუა". ის ქალის სახელიც ყოფილა, რქმევია ერეკლე მეორის ხმამაღლა დამტირებელს, "ახუა" ერქვა იესე ბარათაშვილის დასაც.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ გააღიზიანა საზოგადოება შევარდნაძის წარმოშობის საკითხის წინ წამოწევამ?

_ უხსენებელ შევარდნაძეს ჯერ კიდევ მისი ხელისუფლების პერიოდში სჯეროდა, რომ თავისივე მიწა-წყლის ხალხი დაიცავდა. ამიტომ აიყვანა სამსახურში ბევრი გურული. ამით თავი დაიზღვია. გურულებსაც რა ენაღვლებოდათ, სტომაქი მაძღარი ჰქონდათ, სხვები ჩარეცხეს და თავად აღზევდნენ. ასე გრძელდება დღემდე. ზოგი იმასაც ფიქრობს, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოვა ხელისუფლებაში _ სააკიანი, კეზერაშვილი, შაშკინი, პოლოლიკაშვილი, ბაღდასაროვი თუ იაკობაშვილი, მმართველობაა მთავარიო. ისემც ამ დამოკიდებულების მქონეთ აუშენდათ ოჯახი!

_ რატომ არიდებს თავს შევარდნაძე თავის წარმოშობაზე საუბარს, მან იცის თქვენი განცხადებები მისი ებრაული წარმომავლობის შესახებ?

_ რა უნდა თქვას კაცმა, რომელიც ვერასდროს დაგისაბუთებს, რომ რომელიმე წიგნი თავიდან ბოლომდე აქვს წაკითხული, სამაგიეროდ მე შემიძლია დაგისაბუთოთ, რომ მისმა ებრაულმა წარმომავლობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი, რომ ის მაღალი თანამდებობის პირი გამხდარიყო.

რა ვთქვა "სააკიანზე"? განათლების ქართველი მინისტრი ვერ მოძებნა საქართველოში და შაშკინი დაგვასვა თავზე, სამხედრო პოლიციური წესრიგი დაამყარა სკოლაში. განაცხადა, ფიზკულტურის გაკვეთილები არ გვინდაო. მინისტრებად ნიშნავს პირტიტველა ბიჭებს, რომლებიც შაშის თამაშიდან პირდაპირ სამინისტროებში დაასაქმა. მთავარია, ტვინგამორეცხილი ხალხი ამოიყენოს გვერდით.

_ პატეიშვილებს აქვთ პრეტენზია, რომ მათი გვარი გერმანული წარმოშობის არ არის. რის საფუძველზე ამტკიცებთ, რომ პატეიშვილი გიტლინგია?

_ არსებითად ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ედუარდ შევარდნაძის დედა ვინ იყო, გერმანელი გიტლინგი, თუ ქართველი პატეიშვილი. ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაც ედუარდმა ბერლინის კედლის დანგრევისას თქვა.

_ რა თქვა?

_ ედუარდმა თავად თქვა, ჩემში გერმანული სისხლიც ჩქეფსო. მერე ხელკავი გამოსდო გენშერს და დაიმეგობრა. ამის შემდეგ რუსეთის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ აცნობა საზოგადოებას, რომ შევარდნაძე გორბაჩოვის მსგავსად ებრაელია, რაც დამიდასტურა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ, სიმონ ნაციაშვილმა. კვლევებით დადასტურდა, რომ საბჭოთა კავშირის მაღალ ეშელონებში 97,8%-ი რუსი ებრაელი იყო. ასეა დღესაც. საქართველოს სომხური და ებრაული წარმოშობის ხალხი მართავს.

_ თქვენ ასევე ამტკიცებთ, რომ შევარდნაძე მასონული ლოჟის წევრია დღემდე... ეს მხოლოდ მოარული ხმები ხომ არ არის?

_ ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი შევარდნაძის გამორჩეულობისა, უზარმაზარი თანამდებობისა და იმისა, რომ ის დღეს ფეშენებელურ შენობაში ზის, აქტიურობს პრესაში და ერევა კიდეც პოლიტიკაში, არის მისი მასონობის დამსახურება. ის მასონია 1990 წლიდან. ლოჟა "მაგისტერიუმის" ერთ-ერთი ლიდერი. მას მასონები იცავენ და ცივ ნიავს არ აკარებენ. ამას ამტკიცებდა 2000 წელს პლატონოვი თავის წიგნში "ეკლიანი გვირგვინი რუსეთში". სწორედ შევარდნაძის დროს დაედო საფუძველი ქართულ ტანსაცმელში გადაცმული ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლას, რომლებიც ახლოს არ არიან ტრადიციებთან და ქართველობასთან. ებრაელების წესია მილიონების შოვნა, ასე "შეიტყაპუნა" ხალხის ნაამაგარი შევარდნაძემ და მისმა მემკვიდრეებმა. ეს დანაშაული სცდება მსოფლიო თაღლითობის ნორმებს.

ჟანა ასანიძე
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 749 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
ბიზნეს რეიტინგი - ბიზნესის ნაციონალური ჯილდო
მაღალჩინოსნების დაკავება
მინისტერიალი კრაკოვში
მუზეუმების საერთაშორისო დღე
გაზეთი
სამართალი |
2013.05.19 12:48
"საქართველოს გენერალთა კლუბი ულოცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა პოლიციელს, გენერალს, ოფიცერსა და რიგითს, მათ ვინც ღირსეულად ემსახურება ქვეყანას და მათ ვინც პირნათლად მოიხადა ვალი სამშობლოს წინაშე".
საზოგადოება |
2013.05.19 10:55
ამ წერილის მიზანი მარტივია, დავფიქრდეთ შემდეგ საკითხზე – რამდენად დასაშვებია ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, ფიზიკური ძალის გამოყენება ცოდვილ ადამიანებთან ურთიერთობისას?
სამართალი |
2013.05.18 16:25
„გუშინდელ აქციაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერი რეაგირება მოახდინა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს.
საზოგადოება |
2013.05.18 15:01
სახელმწიფო კანცელარიის წინ ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი საზოგადოება გუშინ რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანსა და თაბუკაშვილის ქუჩაზე მომხდარ ძალადობას აპროტესტებს.
სამართალი |
2013.05.18 14:39
როგორც სამინისტრო იუწყება გორში მცხოვრები გიორგი გოგოლაძე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით, 14 მაისს გორის რაიონის სოფელ აძვისთავში რუსი სამხედროების მიერ იყო დაკავებული.
პოლიტიკა |
2013.05.18 12:50
„ირონიაა, რომ ეს სამარცხვინო ძალადობა დაემთხვა დღეს, რომელიც მსოფლიოში ჰომოფობიის წინააღმდეგ სოლიდარობის დღედ ითვლება. ეს კი მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გრძელი გზა აქვს გასავლელი ტოლერანტობის ხელშესაწყობად
პრესის დაიჯესტი |
2013.05.18 12:47
„გამოკვეთილია ძალიან სახიფათო ტენდენციები.პირდაპირ გეტყვით, კოსოვოსთან ანალოგის გავლება, ეს არის პირდაპირ რუსეთის დავალება და სახელმწიფო დანაშაული, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, იქ სულ სხვა რამ მოხდა"
ძიება საიტზე
Geotimes TV
ბიზნეს რეიტინგი - ბიზნესის ნაციონალური ჯილდო
მაღალჩინოსნების დაკავება
მინისტერიალი კრაკოვში
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1  2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 212223242526
2728293031  

მაისი 2013
დღის ქრონიკა
09:00
შსს დღეს პოლიციელის დღეს აღნიშნავს
13:02
ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
12:38
შსს წარმომადგენლები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მდგომარეობას გაეცნნენ
12:27
შსს-მ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა
07:12
18 მაისის ანონსი
მთავარი დღეს
" გარკვეული ძალები დაინტერესებული არიან საქართველოს ველური, ბარბაროსული ქვეყნის იმიჯი შეუქმნან"
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
სოციალური პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტების დაფინანსება ორმაგდება
7 000-მდე პროექტი დაფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 49 993 821 ლარი იქნება
საზოგადოება
თამარ ივერი: "გამაოგნა პრეზიდენტის ცალსახა, შავთეთრმა განცხადებამ"
სჯულისკანონი ცოდვილთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების თაობაზე
„ევროვიზია–2013“–ის კონკურსზე დანიამ გაიმარჯვა
კომენტარი
გელა ხვედელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება 14 მაისით თარიღდება
"შსს-დან ხვედელიძის წასვლით, ღარიბაშვილი შეძლებს მთლიანად გააკონტროლოს სამინისტრო"
კახი კახიშვილი: ეჭვი მეპარება, რომ მხოლოდ ბატონი ხვედელიძე იყო ამის გამკეთებელი
მსოფლიოში
ჰამიდ კარზაის შარიათის კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ
ესპანეთის სამეფო კარი კრიზისშია
საფრანგეთმა „ერთსქესიან ქორწინებას“ წერტილი დაუსვა
ტაბლოიდი
რას თხოულობს დემი მური ეშტონ კატჩერის სანაცვლოდ?
ნატალია სამადალაშვილი: იმდენი სამოდელო სააგენტოა საქართველოში, რამდენი გოგონაც არ არის
კრისტი ყიფშიძე: არც მყვარებია არასოდეს
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2013 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge