გავხდეთ მეგობრები
eng  geo  rus  tur  მაისი 18.05.2013 19:25:56
swf
ბიზნეს რეიტინგი
მალე! მედია ჰოლდინგი "The Georgian Times''-ის ბიზნეს რეიტინგი
ბიზნეს რეიტინგი - ბიზნესის ნაციონალური ჯილდო!
The Georgian Times-ის ტრადიციული „ბიზნეს-რეიტინგი" ბრუნდება!
ყველაზე რეიტინგული
თქვენ, ვისაც შოკმანჟე გიყვართ!
თანამგზავრმა ეგვიპტეში უცნობ პირამიდებს მიაკვლია
არამგონია, რაიმე პარამეტრით სუსტი ადამიანის კატეგორიას მივეკუთვნებოდე - გნებავთ გამძლეობით ან მოთმინებით
ინტერვიუ
რატი ამაღლობელი: შესაძლოა რომელიმე მოძღვარს თქვენი სტატია არ მოეწონოს და საცემად გამოგეკიდონ
დღევანდელ მოვლენებზე პასუხისმგებლობა პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეკისრება
ნესტან კირთაძე: „ეს უნდა იყოს იდეის და არა ვინმესთან ნაცნობობის არჩევნები“

პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი: მე გუშინ ვნახე არარსებული სახელმწიფო
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი 17 მაისის მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს
Amnesty International თბილისში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
სამართალი
რუსთაველზე მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღიძრა
შსს-მ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით,დაკავებული პირი გაათავისუფლა
შსს წარმომადგენლები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მდგომარეობას გაეცნნენ
სამხედრო თემა
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები თბილისიდან საკუთარ სახლებში გადაასვენეს
ქაშვეთის ეკლესიაში ავღანეთში დაღუპული სამხედროების პანაშვიდი მიმდინარეობს
საქართველოს სახელმწიფო დროშები ავღანეთშიც დაშვებულია
ბლოგი
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ისრაელის გეოპოლიტიკური დილემა: ყოფნა თუ არ ყოფნა???
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ნაციონალ-სოციალიზმის ქართული ვერსიის დასასრული???
რატომ შეუვარდა სააკაშვილი ტრაილერს ?
გამოკითხვა
ვის დაუჭერდით მხარს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად?
სალომე ზურაბიშვილი
ირაკლი ალასანია
არმაზ ახვლედიანი
გიორგი მარგველაშვილი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი*
(2.6)
პოლიტიკა
ირაკლი წერეთელი: თქვენ გგონიათ, პოპულარობა მარტო საქართველოსთვის მინდა? არა, ბატონო, ქალების მოსახიბლადაც...
2010.04.01 18:40


"თუ ხელისუფლება მრავალცოლიანობას დააკანონებს, დაუყოვნებლივ შევეკვრები მას" "პოლიტიკოსი ქალები საქართველოში მასობრივად უჭკუოები არიან, თამარ ჩხეიძის გარდა. შოუბიზნესში უფრო წარმატებული ქალები არიან. სალომე ზურაბიშვილი დახვეწილი, სიმპათიური, ჭკვიანი ქალია. ახლა რა გითხრათ, მაგრამ 25 წლის წინ მიმზიდველი ქალი იქნებოდა. ნინო ბურჯანაძე რომ ჭკვიანი ყოფილიყო, მოსკოვში პუტინთან ჩავიდოდა?", _ განაცხადა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში პოლიტიკოსმა, ირაკლი წერეთელმა, რომლის იუმორი საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობია. იგი ამჯერადაც განსხვავებული თემით წარვუდგინეთ მკითხველს.

ირაკლი წერეთელი: ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, თავისუფალი რომ ვარ. ვალდებულებები რომ არ მინდა, იმიტომ არ მომყავს ცოლი. მე მექალთანე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, როგორც ყველა ქართველი მამაკაცი, ყოველთვის ვიყავი ქალების მოტრფიალე. მიყვარს ის არსება, რომლის გარეშეც ზეციურმა ადამმა სამოთხეში მოიწყინა. სადაც სამოთხეში იწყენენ ქალების გარეშე, მე რატომ უნდა ვიცხოვრო მათ გარეშე? მექალთანე არა ვარ, უბრალოდ, მე ვარ სილამაზის მოტრფიალე კაცი.

_ თუ გამოგიყენებიათ თქვენი პოპულარობა ქალის მოსახიბლად?


_ რა თქმა უნდა, აბა, რად მინდოდა პოპულარობა? თქვენ გგონიათ, პოპულარობა მარტო საქართველოსთვის მინდა? რომც არ გამომეყენებინა, ჩემი სახელი ისედაც მოქმედებდა ყველა ქალზე. თანაც გამხდარი, სიმპათიური მამაკაცი ვიყავი. ახლა რომ გავსუქდი, ასეთი კი არ ვყოფილვარ ადრე. ახლანდელ ქალებს კი სპორტული აღნაგობის, ათლეტური მამაკაცები მოსწონთ.


_ რით უფრო იზიდავდით ქალებს: ინტელექტით თუ პოპულარული მამაკაცის ხელში ჩაგდების სურვილი ამოძრავებდათ?


_ არა მგონია, საქართველოში დღეს ქალი გარეგნობით მოხიბლო, რადგან ჩემზე უკეთესი მამაკაცებიც არსებობენ. ქალებში ჩემი წარმატება დამოკიდებული იყო ჩემს ხასიათზე და პოპულარობაზე, თორემ, ისეთი მამაკაცებიც ვიცი, არც გარეგნობით გამოირჩევიან, არც ინტელექტით და ქალების მთელი არმია დაჰყვებათ უკან. იმდენად ამაყი კაცი ვარ, რომ ქალის მოსახიბლად ყველანაირად არ დავიხარჯები. ქათინაურები და პირმოთნეობა ჩემთვის უცხოა. როცა ქალისგან სიცივეს ვგრძნობ, იმას ვერ შევეხვეწები.


_ როგორი მენტალიტეტი აქვს ქართველ ქალს?


_ ერთნაირი ქალები არ არსებობენ. მრავალფეროვანი ხასიათი აქვთ. მე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიტყვი თავისუფლებაზე უარს, თუ ფინანსურად მოვძლიერდები. ქალს პირობები სჭირდება, რომ შენც გეხალისებოდეს მასთან ყოფნა. ახლა ძალიან დაკავებული ვარ "საოკუპაციო მოძრაობით" და ქალებზე ფიქრისთვის დრო აღარ მრჩება.


_ თქვენი დეოკუპაციის იდეა ხელისუფლებამაც გაიზიარა, კიდევ რაში თანამშრომლობთ?


_ თუ გაიზიარებს კიდევ ერთ იდეას და დაუშვებს მრავალცოლიანობას, დაუყოვნებლივ შევეკვრები ხელისუფლებას.


_ როგორც ვიცი, საქმიანი ქალები არ გიყვართ, რატომ?


_ თუ ქალთან საქმიანი ურთიერთობა მაქვს, ვისურვებდი, ნაკლებად შესახედავი იყოს, რომ არც საქმე გაფუჭდეს და არც მე. თუ თვალი გამექცა მის გარეგნობაზე, დაღუპულია საქმე. ლამაზი და ჭკვიანი ქალი პრაქტიკულად არ არსებობს. ჩემს მტერს ჭკვიანი ქალი! ქალი უნდა იყოს ნიჭიერი. მან თუ დაკარგა მიუსაფრობა და აუცილებელი სისუსტე, იგი მამაკაცად იქცევა. ასეთი ქალები არ მხიბლავს. ქალს, რომელსაც შეუძლია მამაკაცის გარეშე ფეხზე დადგეს, მას ქალი აღარ ჰქვია. სამწუხაროდ, ასეთები მომრავლდნენ საქართველოში, ხოლო კაცები მიუსაფრები გახდნენ.


_ ჩამოთვალეთ ჭკვიანი ქალები...


_ პოლიტიკოსი ქალები საქართველოში მასობრივად უჭკუოები არიან, თამარ ჩხეიძის გარდა. შოუბიზნესში უფრო წარმატებული ქალები არიან. სალომე ზურაბიშვილი დახვეწილი, სიმპათიური, ჭკვიანი ქალია. ახლა რა გითხრათ, მაგრამ 25 წლის წინ მიმზიდველი ქალი იქნებოდა. ფიქრია ჩიხრაძე და მანანა ნაჭყებია ჩემთვის ეროვნული მოღვაწეები არიან. მათ საქართველო სტკივათ და ორივეს მიმართ დიდი სიმპათია მაქვს. თინა ხიდაშელი `მამალი ქალია~. ერთხელ მისი და დარჩიაშვილის ინტერვიუ წავიკითხე. ეს მშვიდი კაცი ლამის გაბრდღვნა. როგორც ქალი, მისი ქმრისთვის იყოს. მას თავის ქმართან სინაზეც ექნება და სითბოც, საზოგადოებაში რომ არ წარმოაჩინოს, რა გასაკვირია. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, ის რომ ჭკვიანი ყოფილიყო, მოსკოვში პუტინთან ჩავიდოდა? ასეთმა განათლებულმა, აკადემიურმა, გაწონასწორებულმა და კარგი ოჯახის შვილმა თავისი თავი ჩაიყენა ნოღაიდელის მდგომარეობაში.


_ მას თავისი არგუმენტები აქვს...


_ ასე ჰქონდა ჰიტლერსაც არგუმენტები, როცა საბჭოთა კავშირის დაპყრობა განიზრახა. ისეთმა განათლებულმა ქალმა, როგორიც ბურჯანაძეა, რა არის პოლიტიკური კეთილგონიერება, უნდა იცოდეს. მან ისიც უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ურთიერთობას რუსეთთან პერსპექტივა არა აქვს. საერთოდ მიმაჩნია, რომ, თუ ქალები იმსახურებენ, მხოლოდ მაშინ უნდა იყვნენ პოლიტიკაში. თუმცა არა ვარ მომხრე, რომ კაცმა ქალი მხოლოდ სამზარეულოსთვის გაწიროს. დღევანდელი ქართველი ქალები არიან ლამაზები, მაგრამ უწიგნურები. ამას არ სჯობია, ნაკლები შესახედაობის, მაგრამ ნაკითხები იყვნენ? ჩემთვის მთავარი ქალის წიგნიერებაა. სუფრაზე ქალი გამიცვნია, ველაპარაკები და მიიღებს ხოლმე უმეტყველო სახეს, ესაა საქმე? დღევანდელი ქალები არც მხატვრულ ლიტერატურაში ერკვევიან, არც მხატვრობაში, წაუგდიათ ენა და მეტი არაფერი იციან. დამაცადეთ თქვენ, თუ მოვედი ხელისუფლებაში, მოგივლით ყველას...


_ მე რაღას მერჩით?


_ რას და, ქალი რომ ხარ, იმას გერჩი. ოდესღაც სად ჰქონდა უფლება ქალს, ამდენი ელაპარაკა? დავაბრუნებ მაგ დროს. დამაცადეთ, დაგიმოკლოთ ენა და დაგიგრძელოთ კაბები!


_ რას იტყვით ქართველ ჟურნალისტებზე?


_ კარგი ჟურნალისტი იყო ეკა ბერიძე, სულ რომ სისულელე ელაპარაკა, მაინც მოუსმენდი. ჭკვიანურად მიჰყავდა გადაცემა. მას შემდეგ, რაც ის აღარ არის ტელეეკრანზე, ძალიან გაუჭირდა

ტელეჟურნალისტიკას. ეფექტური და ჭკვიანი იყო და არა გრიგოლიასავით "ბეტეერი". სიმპათიური ჟურნალისტები გვყავს საქართველოში, მაგრამ ყველა ხართ პროვოკატორები. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველა ჟურნალისტს "ავაჭრელებდი"...


ჟანა ასანიძე
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 411 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
მაღალჩინოსნების დაკავება
მინისტერიალი კრაკოვში
მუზეუმების საერთაშორისო დღე
ფინანსური კრიზისი
გაზეთი
სამართალი |
2013.05.18 16:25
„გუშინდელ აქციაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერი რეაგირება მოახდინა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს.
საზოგადოება |
2013.05.18 15:01
სახელმწიფო კანცელარიის წინ ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი საზოგადოება გუშინ რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანსა და თაბუკაშვილის ქუჩაზე მომხდარ ძალადობას აპროტესტებს.
სამართალი |
2013.05.18 14:39
როგორც სამინისტრო იუწყება გორში მცხოვრები გიორგი გოგოლაძე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით, 14 მაისს გორის რაიონის სოფელ აძვისთავში რუსი სამხედროების მიერ იყო დაკავებული.
პოლიტიკა |
2013.05.18 12:50
„ირონიაა, რომ ეს სამარცხვინო ძალადობა დაემთხვა დღეს, რომელიც მსოფლიოში ჰომოფობიის წინააღმდეგ სოლიდარობის დღედ ითვლება. ეს კი მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გრძელი გზა აქვს გასავლელი ტოლერანტობის ხელშესაწყობად
პრესის დაიჯესტი |
2013.05.18 12:47
„გამოკვეთილია ძალიან სახიფათო ტენდენციები.პირდაპირ გეტყვით, კოსოვოსთან ანალოგის გავლება, ეს არის პირდაპირ რუსეთის დავალება და სახელმწიფო დანაშაული, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, იქ სულ სხვა რამ მოხდა"
საზოგადოება |
2013.05.18 12:47
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Guardian-ი აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ათასობით კონსერვატორმა ქრისტიანმა პოლიციის მძიმე კორდონი გაარღვია და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს დაედევნა.
საზოგადოება |
2013.05.18 12:35
აქცია სასულიერო პირებისა და სხვა მოქალაქეების მხრიდან ძალადობის დასაგმობად გაიმართება.
ძიება საიტზე
Geotimes TV
მაღალჩინოსნების დაკავება
მინისტერიალი კრაკოვში
მუზეუმების საერთაშორისო დღე
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1  2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 1819
20 212223242526
2728293031  

მაისი 2013
დღის ქრონიკა
13:02
ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
12:38
შსს წარმომადგენლები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მდგომარეობას გაეცნნენ
12:27
შსს-მ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა
07:12
18 მაისის ანონსი
01:10
ილია მეორე - ეკლესია ძალადობას ემიჯნება
მთავარი დღეს
" გარკვეული ძალები დაინტერესებული არიან საქართველოს ველური, ბარბაროსული ქვეყნის იმიჯი შეუქმნან"
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
სოციალური პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტების დაფინანსება ორმაგდება
7 000-მდე პროექტი დაფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 49 993 821 ლარი იქნება
საზოგადოება
" გარკვეული ძალები დაინტერესებული არიან საქართველოს ველური, ბარბაროსული ქვეყნის იმიჯი შეუქმნან"
ვინ გახდება „ევროვიზია 2013“-ის გამარჯვებული?
სახელმწიფო კანცელარიასთან ამ წუთებში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია მიმდინარეობს
კომენტარი
გელა ხვედელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება 14 მაისით თარიღდება
"შსს-დან ხვედელიძის წასვლით, ღარიბაშვილი შეძლებს მთლიანად გააკონტროლოს სამინისტრო"
კახი კახიშვილი: ეჭვი მეპარება, რომ მხოლოდ ბატონი ხვედელიძე იყო ამის გამკეთებელი
მსოფლიოში
ჰამიდ კარზაის შარიათის კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ
ესპანეთის სამეფო კარი კრიზისშია
საფრანგეთმა „ერთსქესიან ქორწინებას“ წერტილი დაუსვა
ტაბლოიდი
რას თხოულობს დემი მური ეშტონ კატჩერის სანაცვლოდ?
ნატალია სამადალაშვილი: იმდენი სამოდელო სააგენტოა საქართველოში, რამდენი გოგონაც არ არის
კრისტი ყიფშიძე: არც მყვარებია არასოდეს
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2013 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge