გავხდეთ მეგობრები
eng  geo  rus  tur  მაისი 22.05.2013 15:38:59
swf
ბიზნეს რეიტინგი
ბიზნესრეიტინგზე ყველა ის კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ამინდს ქმნის
მერაბ ფაჩულია: წლევანდელი ბიზნეს დაჯილდოება განსხვავებული იქნება
მალხაზ გულაშვილი: „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნესდაჯილდოება დაბრუნდა ქვეყნის ეკონომიკის სამსახურში
ყველაზე რეიტინგული
ბიზნესრეიტინგზე ყველა ის კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ამინდს ქმნის
მერაბიშვილის სახლიდან 54 000 ევრო, 33 000 აშშ დოლარი და 29 000 ლარი ამოიღეს
იცით ვინ, ან როდის გამოიგონა პომადა?
ინტერვიუ
ბიზნესრეიტინგზე ყველა ის კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ამინდს ქმნის
ნუგზარ წიკლაური:ვანო მერაბიშვილი დაკავებულია იმისათვის, რომ შექმნა სამუშაო ადგილები
შალვა ხაჭაპურიძე: საბჭოთა კავშირიდან ახლა გამოვედით

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს თავდებში დაუდგებიან
დავითაშვილი მოითხოვს, მერაბიშვილს ბრალი 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებითაც წარუდგინონ
გიგა ბოკერია: პრემიერს ბურჯანაძისნაირი ოპოზიცია სურს
სამართალი
BBC: სააკაშვილის ახლო მოკავშირე კორუფციის ბრალდებითაა დაკავებული
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიის სხდომა მიმდინარეობს
შსს-ს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა
სამხედრო თემა
ირაკლი ალასანიამ დაღუპული კაპრალ ვლადიმერ შანავას ოჯახს მიუსამძიმრა
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები თბილისიდან საკუთარ სახლებში გადაასვენეს
ქაშვეთის ეკლესიაში ავღანეთში დაღუპული სამხედროების პანაშვიდი მიმდინარეობს
ბლოგი
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ისრაელის გეოპოლიტიკური დილემა: ყოფნა თუ არ ყოფნა???
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ნაციონალ-სოციალიზმის ქართული ვერსიის დასასრული???
რატომ შეუვარდა სააკაშვილი ტრაილერს ?
გამოკითხვა
ვის დაუჭერდით მხარს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად?
სალომე ზურაბიშვილი
ირაკლი ალასანია
არმაზ ახვლედიანი
გიორგი მარგველაშვილი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი*
(3.6)
საზოგადოება
ვინმე ფიქრობდა, რომ აფხაზები და ოსები სიხარულით დაგიბრუნდებოდნენ და ჩრდილოეთისკენ ცქერას არ დაიწყებდნენ?!~
2010.04.01 18:53


აფხაზების ინგლისელი სიძე, ჯორჯ ჰიუიტი, ისევ ანტიქართულს `აწვება~

სოხუმის წარმომადგენელია დიდ ბრიტანეთში. თუ რას ფიქრობს იგი 2008 წლის აგვისტოს შემდგომ ვითარებაზე, მისი საუბრიდან შეიტყობთ.
_ როგორ შეაფასებდით რუსეთის მიერ აფხაზეთისა და `სამხრეთ ოსეთის~ დამოუკიდებლობის აღიარებას?
_ აფხაზეთს უფრო ვიცნობ, ვიდრე `სამხრეთ ოსეთს~, მაგრამ გულახდილად უნდა ვთქვა, რომ მას სრულიად დადებითად ვაფასებ. თავს ბედნიერად მივიჩნევ, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთში ვიმყოფებოდი და შესაძლებლობა მომეცა სოხუმის მოსახლეობის ლხინში მონაწილეობა მიმეღო. რაც მოხდა, მთელი 20 წლის მოვლენების ლოგიკური შედეგი გახლდათ.
სინამდვილეში აფხაზეთი საქართველოს 1993 წლის 30 სექტემბერს გამოეყო. თვით ქართველობის ბედი უფრო ნათელი იქნებოდა, ამას რომ იმ დღესვე მიმხვდარიყო და შესაბამისად მოქცეულიყო (კერძოდ, აფხაზეთის დამოუკიდებლობა რომ ეღიარებინათ), რადგან იმ შემთხვევაში რეგიონი გაცილებით უფრო სტაბილური იქნებოდა. ეს ქართველებსა და აფხაზებს უფრო გამოადგებოდათ.
_ მიგაჩნიათ თუ არა, რომ აფხაზეთი და `სამხრეთ ოსეთი~ მართლაც დამოუკიდებლები არიან და რუსეთი მათ საქმეებში არ ჩაერევა?
_ აფხაზეთის მდგომარეობა ჩემთვის უფროა ცნობილი. `სამხრეთ ოსეთში~ კი ნამყოფი არა ვარ. უნდა დაგარწმუნოთ, რომ აფხაზეთში ყოფნისას სულ სხვანაირად ვგრძნობ თავს, ვიდრე რუსეთში და მერწმუნეთ, სრულიად არა ჰგავს იგი ძალით დაპყრობილ ქვეყანას, როგორც ქართული პროპაგანდა მოიხსენიებს.
რა თქმა უნდა, რაც დრო გადის, ორივე რესპუბლიკა რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებს ამყარებს. სხვა რა გამოსავალი დარჩათ? რუკას შეხედეთ და ყველაფერი ცხადზე ცხადი გაგიხდებათ. თემურ იაკობაშვილის `რეინტეგრაციის სტრატეგიას~ აფხაზებისა და ოსებისთვის მნიშვნელობა არა აქვს. თითქმის 20 წელი დასავლეთი მხარს გიჭერთ და ეს რეგიონები იზოლაციაშია. ნუთუ ვინმე ფიქრობდა, რომ აფხაზები და ოსები სიხარულით დაგიბრუნდებოდნენ და ჩრდილოეთისკენ ცქერას არ დაიწყებდნენ?!
_ რამდენად სამართლიანად იქცევა მოსკოვი, როცა საქართველოს ნაწილის _ `სამხრეთ ოსეთის~ დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო რუსეთის შემადგენლობაში შემავალი ჩრდილოეთი ოსეთისთვის იგივეს გაკეთებას არ გეგმავს?
_ რატომ ფიქრობთ, რომ რუსეთმა უნდა ცნოს ჩრდილოეთ ოსეთი, როცა, თავად მას დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია? ჩეჩნეთზე თუ ვილაპარაკებთ, რაც იქ მოხდა, კატასტროფაა. ეს ფაქტი მთელმა მსოფლიომ იცის. რუსეთმა უდიდესი შეცდომა დაუშვა. 1994 წლის დამდეგს მას ომი არ უნდა გამოეცხადებინა. მაგრამ, რაც 2008 წლის აგვისტოში მოიმოქმედა, სრულიად სამართლიანი იყო და რამდენადაც გავიგე, აფხაზებისა და ოსების ინტერესების დაცვით კავკასიაში ბევრგან პატივი დაიმსახურა კიდეც.
_ რა შეიძლება მოჰყვეს კრემლის ამ ნაბიჯს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში იმყოფებიან?
_ ღმერთმა იცის, შუალედურ ან შორეულ მომავალში მას რა მოჰყვება. როგორც აღვნიშნე, ჯერჯერობით, კრემლისთვის ცუდი არაფერი მომხდარა და იქ არასტაბილურობის აღძვრის იმედით რამენაირად ჩარევას ქართველობას არ ვურჩევდი. მაგნაირ ნაბიჯს შეიძლება უსიამოვნო შედეგები მოჰყვეს...
_ როგორ გესახებათ აფხაზეთისა და `სამხრეთ ოსეთის~ მომავალი?
_ ჩემი, თუნდაც რომანტიკული იდეალი იქნებოდა, თუ ამიერკავკასიაში 6 დამოუკიდებელი სახელმწიფო იარსებებდა: აფხაზეთი, `სამხრეთ ოსეთი~, ყარაბახი, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც ერთად ცხოვრებასა და თანამშრომლობას მშვიდობიანი გზით მოახერხებდნენ. ალბათ, ეს არაა რეალური. ამიტომ, ჩემი აზრით, `სამხრეთ ოსეთი~ ბოლოს და ბოლოს შევა რუსეთის შემადგენლობაში, სადაც ჩრდილოეთ ოსეთს შეერწყმება, ხოლო აფხაზეთის დამოუკიდებლობა უდავოა.
_ გამორიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ აფხაზები ასეთი დამოუკიდებლობით მათი მონათესავე უბიხების ბედს არ გაიზიარებენ?
_ ზუსტად რას გულისხმობთ უბიხების ბედით? თუ ფიქრობთ, რომ ვინმე აფხაზებს თავიანთ სამშობლოს მთლად მიატოვებინებს, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ეგ მუქარა მაშინ გაქრა, როცა მათ 1993 წლის 30 სექტემბერს შევარდნაძის საქართველო დაამარცხეს.
თუ აფხაზური ენა გაქვთ მხედველობაში, პასუხი ცოტა სხვანაირია. დღეს ყველა უმცირესობის ენის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა. მაგრამ რამდენიმე სხვა უმცირესობის ენასთან შედარებით აფხაზურს ის უპირატესობა გააჩნია, რომ ლიტერატურული ენის სტატუსი დიდი ხანია მინიჭებული აქვს.
P.შ. როგორც ხედავთ, ბრიტანელი ქართველოლოგი თავის ანტიქართულ სტილს არც ამჯერად ღალატობს. თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ამით აფხაზები, ან თუნდაც ოსები რამეს მოიგებენ. მიუხედავად ამისა, ტრიბუნა მას მაინც დავუთმეთ, რათა ჩვენც, აფხაზებმაც და ოსებმაც ერთად გავიაზროთ, ვინ მტერია და ვინ _ მოყვარე.


ფრიდონ დოჩია, 897 930940
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 361 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
17 მაისი: პრეზიდენტისა და პრემიერის კომენტარები
გირგვლიანის საქმე და 26 მაისი: მერაბიშვილს დამატებითი ბრალდება წარედგინება
მერაბიშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 54 ათასი ევრო, 33 ათასი დოლარი და 29 ათასი ლარი
კუბლაშვილი მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის საქმეების გამოძიებაზე
გაზეთი
პრესის დაიჯესტი სამართალი |
2013.05.22 14:40
მერაბიშვილს, რომელიც ამ დრომდე პარტიის გენერალური მდივანია, ბრალი ასევე სხვისი ქონების მითვისებაში დასდეს. თავად მერაბიშვილი დანაშაულს არ აღიარებს და დაკავებას პოლიტიკურს უწოდებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საზოგადოება არქივი |
2013.05.22 14:30
სასამართლოსთან პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები არიან შეკრებილი და მერაბიშვილის უმკაცრესი ზომებით გასამართლებას ითხოვენ.
სამართალი |
2013.05.22 13:22
ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის სამი თანამშრომელი, რომლებიც სამსახურებრივი გულგრილობისა და სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს , ბათუმის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.
ეკონომიკა ბიზნეს რეიტინგი |
2013.05.22 12:43
„როცა შესაძლებლობა მოგვეცა წელს, პირველივე შემთხვევის დროს დაჯილდოებას ვატარებთ. საუკეთესო ბიზნესების შერჩევისას მონაცემებს მსხვილი გადამხდელებისგან ვიღებთ.
სამართალი |
2013.05.22 09:00
პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. geotimes.ge პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
რელიგია |
2013.05.22 08:04
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.
პოლიტიკა |
2013.05.21 22:18
"თუ „ნაციონალური მოძრაობა" არ გაემიჯნება პრეზიდენტის კატასტროფულ განცხადებას ლგბტ თემის აქციის თაობაზე, მე "ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერად აღარ განმიხილოთ. შეიძლება, ფიქრობთ, რომ ბევრი არაფერი დაკარგეთ, ერთი მარგინალი „სომეხი ჰომოსექსუალი“ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცდებით"
ძიება საიტზე
Geotimes TV
17 მაისი: პრეზიდენტისა და პრემიერის კომენტარები
გირგვლიანის საქმე და 26 მაისი: მერაბიშვილს დამატებითი ბრალდება წარედგინება
მერაბიშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 54 ათასი ევრო, 33 ათასი დოლარი და 29 ათასი ლარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1  2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 2223242526
2728293031  

მაისი 2013
დღის ქრონიკა
13:45
შსს-ს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა
02:40
22 მაისის ანონსი
11:50
სასჯელაღსრულების სისტემაში სამედიცინო პერსონალის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
11:30
ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
08:00
21 მაისის ანონსი
მთავარი დღეს
რუსუდან შარაძე: მამაჩემის მკვლელობის გამოსაძიებლად სიცოცხლის გაღება რომ დამჭირდეს, გავიღებ
ეკონომიკა
მერაბ ფაჩულია: წლევანდელი ბიზნეს დაჯილდოება განსხვავებული იქნება
მალხაზ გულაშვილი: „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნესდაჯილდოება დაბრუნდა ქვეყნის ეკონომიკის სამსახურში
30 მაისს მედია ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსი" წლის საუკეთესო ბიზნეს-კომპანიებს დააჯილდოვებს
საზოგადოება
ქუთაისში მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მხარდამჭერი და საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს
პატრიარქი: უნდა დავიცვათ ჩვენი ადათ-წესები, მაგრამ ამავე დროს არ უნდა იყოს ძალადობა
კახი კალაძის გაცილების საგამოზე დასასწრები ბილეთები ხვალიდან გაიყიდება
კომენტარი
კობახიძე: ეს რომ პოლიტიკური დევნა ყოფილიყო, ყველაფერი უფრო ადრე მოხდებოდა
ნიკა ჩიტაძე: სამწუხაროდ, ქვეყანა სულ უკან მიდის, მოძრაობს უკუსვლით დემოკრატიიდან, ევროპისგან შორს
ლევან ჩიტაძე: მერაბიშვილის დანაშაულებათა ის ჩამონათვალი რაც გაკეთდა, სრული არ არის
მსოფლიოში
ფედერალურმა ბიურომ რუსეთში მოქმედი იარაღის იტაკქვეშა საამქროები აღმოაჩინა
თურქეთში საჰაერო ბურთების შეჯახების შედეგად, სამი ტურისტი დაიღუპა
ოკლაჰომაში ტორნადოს 51 ადამიანი ემსხვერპლა
ტაბლოიდი
ეკა ბერიძე: პირველმა გავიდიდე ტუჩი, ატყდა ერთი ამბავი
მაქსიმე ჩარკვიანი: ვერ ვარკვევ და ვერ ვწყვეტ, რისთვის ვარ დაბადებული...
მსოფლიოს ათი ძვირადღირებული მუსიკოსი
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2013 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge