გავხდეთ მეგობრები
eng  geo  rus  tur  მაისი 22.05.2013 06:53:55
swf
ბიზნეს რეიტინგი
მალე! მედია ჰოლდინგი "The Georgian Times''-ის ბიზნეს რეიტინგი
ბიზნეს რეიტინგი - ბიზნესის ნაციონალური ჯილდო!
The Georgian Times-ის ტრადიციული „ბიზნეს-რეიტინგი" ბრუნდება!
ყველაზე რეიტინგული
იცით ვინ, ან როდის გამოიგონა პომადა?
ბელგიაში როკ-კონცერტის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა
დავით ბუხრიკიძე: სტურუას წასვლით თეატრში დაიწყება დაღმასვლა, ადგილების გადანაწილება და ქიშპობა
ინტერვიუ
ნუგზარ წიკლაური:ვანო მერაბიშვილი დაკავებულია იმისათვის, რომ შექმნა სამუშაო ადგილები
შალვა ხაჭაპურიძე: საბჭოთა კავშირიდან ახლა გამოვედით
რატი ამაღლობელი: შესაძლოა რომელიმე მოძღვარს თქვენი სტატია არ მოეწონოს და საცემად გამოგეკიდონ

პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეშვილი: პრეზიდენტო, თქვენ წუწკი ხართ!
"რამდენად გამართლებულია აქციის გამართვა იქ, სადაც მახლობლად ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ცერემონია მიდიოდა?!"
სააკაშვილი: ჩვენ არ ვართ ბუტანი, საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა
სამართალი
ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
დიპკორპუსის ყოფილი და მოქმედი წევრები ჭიაბერაშვილს თავდებში უდგებიან
გოგიტა გაბაიძე:ვანო" მერაბიშვილის ბინის ჩხრეკისას 5 000 ლარის ოდენობის ფულადი თანხა ამოიღეს
სამხედრო თემა
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები თბილისიდან საკუთარ სახლებში გადაასვენეს
ქაშვეთის ეკლესიაში ავღანეთში დაღუპული სამხედროების პანაშვიდი მიმდინარეობს
საქართველოს სახელმწიფო დროშები ავღანეთშიც დაშვებულია
ბლოგი
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ისრაელის გეოპოლიტიკური დილემა: ყოფნა თუ არ ყოფნა???
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ნაციონალ-სოციალიზმის ქართული ვერსიის დასასრული???
რატომ შეუვარდა სააკაშვილი ტრაილერს ?
გამოკითხვა
ვის დაუჭერდით მხარს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად?
სალომე ზურაბიშვილი
ირაკლი ალასანია
არმაზ ახვლედიანი
გიორგი მარგველაშვილი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი*
(3.1)
ინფორმაცია
ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ბატონ მერაბ ჯორბენაძეს, განსასჯელ ცოტნე გამსახურდიას
2010.04.14 13:24



გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ბატონო მოსამართლევ! როგორც ვხედავთ, პროკურორები ზურაბ კუპატაძე და მანანა მოსულიშვილი აქ “დღევანდელი კვერცხის”, ანუ ახლა გადარჩენის პრინციპით მოქმედებენ და იმგვარ უკანონობას სჩადიან, თითქოს აწ და მარადის აღარავინ გაეცნობა ამ ბრალდების საქმის მასალებს. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ვითომცდა პატრულის ეკიპაჟის მიერ შედგენილი ოქმის სასამართლოში წარმოდგენა, რომლის “არსებობის” შესახებაც ჩვენ წინა სხდომაზე შევიტყვეთ.

ფაქტებიდან გამომდინარე, ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს უამრავი შეკითხვა გაუჩნდება: თუ ეს “ოქმი” მართლაც არსებობდა, რატომ არ მოხდა მასზე რეაგირება როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე, ისე საქმის მსვლელობისას? რატომ არ არის მასზე ეკიპაჟის მესამე წევრის, ნათია ყორშიას ხელმოწერა? აქვე შეგახსენებთ, თქვენს შეკითხვაზე, შედგა თუ არა რაიმე დოკუმენტი მის მიერ ახლად გაჟღერებული ფაქტების შესახებ, ნათია ყორშიამ უპასუხა: “არ ვიცი, შეადგენდნენ ალბათ”. . . რატომ არაფერი იცოდა მან ამის შესახებ? . . . რატომ არ დაერთო ეს “ოქმი” თავის დროზე საქმის მასალებს? იგი ხომ ნომინალურად ასე მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს . . . რატომ არაფერი უთხრეს წინასწარ გამოძიებას “ოქმის” შემდგენელმა პატრულებმა ან რატომ თქვეს გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებებში, რომ მათთვის “საქმის ირგვლივ სხვა არაფერია ცნობილი?” რატომ მოხდა, რომ მაშინ, როდესაც ბრალდების “ოქროს მოწმე” 80 წლის, მხედველობადაქვეითებული, პირადი ინტერესის მქონე ქალბატონი გახლდათ, არც გამოძიება დაინტერესებულა ამ “ოქმით” და ვითომცდა “მოწმე” პატრულებით? ან რატომ არ შეატყობინა პატრულის სამსახურის შესაბამისმა თანამშრომელმა ამ “ოქმისა” და მისი ავტორების შესახებ გამოძიებას? თანაც, როდესაც ისინი, როგორც იტყვიან, შავ დღეში იმყოფებოდნენ მტკიცებულებათა არარსებობის გამო. და ბოლოს, რატომ არ სურდათ პროკურორებს ნათია ყორშიასა და შოთა კაპანაძის წინასწარი გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებების სასამართლოზე გამოქვეყნება? შეგახსენებთ, ბატონო მოსამართლევ, რომ პროკურორების მიერ მინიშნებები მიმიკითა და მიხვრა-მოხვრით ხსენებულ მოწმეთა დაკითხვის დროს, სწორედ მათი ადრეული ჩვენებების გამოქვეყნება-არგამოქვეყნებას უკავშირდებოდა.
ამ კითხვათა ჯაჭვს იქამდე მივყავართ, რასაც ორიოდე სიტყვით “ტოტალიტარული მანქანა” ჰქვია. ჩემთვის რაღათქმა უნდა, ცნობილია ამ უნიჭო სპექტაკლის მიზანი და არსი - პროკურატურა და შსს ხედავენ, რომ კრახი განიცადეს მიუხედავად უსაზღვრო საშუალებებისა და ძალაუფლებისა, და ყველაფერს კადრულობენ, რათა როგორმე რაიმე ბრალდება შეაკოწიწონ. დამსწრე საზოგადოებაცა და მეც, ბატონო მოსამართლევ, კარგად ვხედავდით როგორი ვედრებით შემოგციცინებდათ ზურაბ კუპატაძე თვალებში, როდესაც შეამდგომლობა დააყენა ხსენებული ყალბი ოქმის მიღების შესახებ და თან ვინმე გიორგი გეგეჭკორის, პატრულის ერთერთი ხელმძღვანელის ”ავტორიტეტს” იშველიებდა - აქაოდა, თვით გეგეჭკორის ხელმოწერააო ამ საბუთებში . . .

დაცვის მხარისათვის აბსოლუტურად ზუსტად გახლავთ ცნობილი, რომ ეს ”ოქმი” პროკურორმა ზურაბ კუპატაძემ წარმოდგენამდე ნახევარი საათით ადრე მიიღო უშუალოდ სასამართლოს შენობაში. ჩემს ადვოკატებს ვთხოვ, მიწეროს
2

გენპროკურორს, ვინმე მურთაზ ზოდელავას, განხორციელებული სამსახურებრივი სიყალბის შესახებ და მოვითხოვოთ პროკურორ ზურაბ კუპატაძის დაკითხვა, ასევე შესწავლილ იქნას დრო და ადრესატები მის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარებისა; გამოკვლეულ იქნას პატრულის თანამშრომელთა ქმედებები და შესწავლილ იქნას ჩადენილი სამსახურეობრივი სიყალბე. თუმცა, ვინ, ვინ, და მე კარგად ვიცი, რომ მომხდართან დაკავშირებით არავითარი რეაგირება არ მოხდება, ისევე როგორც დავით ბაჯელიძის დატერორების ფაქტზე სასამართლოს შენობაში.

ბატონო მოსამართლევ! დიდმა ალბერტ აინშტაინმა თქვა: ”ქვეყნად მხოლოდ ორი რამ არის უსაზღვრო - სამყარო და სისულელე. თუმცა, სამყაროს თაობაზე ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ.” რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება პროკურატურისა და შსს თავხედობა და სისულელე. აღარაფერს აღარ ვითხოვ - არც სამართლიანობას, არც ობიექტურობას თუ მიუკერძოებლობას. ერთი რამ მინდა მხოლოდ: სასამართლომ თავად მაინც სცეს საკუთარ თავს პატივი.

გმადლობთ ყურადღებისათვის.
06.04.10წ.
პატივისცემით,
ცოტნე გამსახურდია

P.S.

ჩემს აზრს სავარაუდო განაჩენთან დაკავშირებით ჩემს საბოლოო სიტყვაში მოგახსენებთ, მაგრამ მსურს უკვე იცოდეს საზოგადოებამ და სასამართლომ, რომ მე და ჩემი დამცველები ნებისმიერ შემთხვევაში გავასაჩივრებთ ნებისმიერ განაჩენს გამამართლებლის გარდა ევროპულ სასამართლოში. ასევე აუცილებლად დავაყენებთ პროკურორ ზურაბ კუპატაძის, პოლიციის უფროს ნიკოლოზ გოგიაშვილის, გამომძიებლებისა და სხვა ყალბისმქნელთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს.


სიტყვა წარმოთქმული სასამართლოზე 2010 წლის 6 აპრილს

ცოტნე გამსახურდია
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 302 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
დაკავებულთა მხარდამჭერები
მიმართვა პარლამენტს
სახალხო დამცველი პარლამენტში
ქდმ-ს ინიციატივა
გაზეთი
პოლიტიკა |
2013.05.21 22:18
"თუ „ნაციონალური მოძრაობა" არ გაემიჯნება პრეზიდენტის კატასტროფულ განცხადებას ლგბტ თემის აქციის თაობაზე, მე "ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერად აღარ განმიხილოთ. შეიძლება, ფიქრობთ, რომ ბევრი არაფერი დაკარგეთ, ერთი მარგინალი „სომეხი ჰომოსექსუალი“ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცდებით"
სამართალი |
2013.05.21 20:40
დაანონსებული დაკავებების სერია როგორც ჩანს დაიწყო, ვანოს დაკავების შემდეგ კი ჯერი გიგიზეა. სავარაუდოდ თბილისის მერს ამჯერად არ გაუმართლებს, რადგან პროკურატურა მის წინააღმდეგ სერიოზულ კომპრომატებს დადებს.
პოლიტიკა |
2013.05.21 20:29
"ხვალ შეიძლება სახლში შემოვიდნენ და ვიღაცის ვარცხნილობა, ვიღაცის თვალში გამოხედვა ან სხვანაირი გამონათქვამი არ მოეწონოთ. საბოლოო ჯამში, არის საზოგადოებაში ჯგუფი, რომელსაც ძალადობა აქვს თვითმიზანი".
პოლიტიკა |
2013.05.21 20:19
ჩვენ ვართ საქართველო - განსაკუთრებული ქვეყანა, განსაკუთრებული გეოგრაფიით, განსაკუთრებული ისტორიით და ხალხით და ამიტომ, ეს დასაფიქრებელია. საერთაშორისო ასპექტი მე ძალიან მაწუხებს, რადგან ეს ჩვენი შვილების მომავლის საკითხია“, -
პოლიტიკა |
2013.05.21 19:38
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ „რაღაც სხვა“ ხდება.
სამართალი |
2013.05.21 18:26
„დავიწყებთ ამ კონკრეტული საქმეების შესაწავლას და მას შემდეგ, რაც უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება, შესაბამის განცხადებას გავაკეთებთ. ამ ეტაპზე გამიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება“.
პოლიტიკა კომენტარი |
2013.05.21 18:13
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავება საზოგადოების დაკვეთა იყო.
ძიება საიტზე
Geotimes TV
დაკავებულთა მხარდამჭერები
მიმართვა პარლამენტს
სახალხო დამცველი პარლამენტში
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1  2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 2223242526
2728293031  

მაისი 2013
დღის ქრონიკა
02:40
22 მაისის ანონსი
11:50
სასჯელაღსრულების სისტემაში სამედიცინო პერსონალის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
11:30
ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
08:00
21 მაისის ანონსი
16:27
ხათუნა გოგალაძე თბილისის მწვანე სკოლას ეწვია
მთავარი დღეს
რუსუდან შარაძე: მამაჩემის მკვლელობის გამოსაძიებლად სიცოცხლის გაღება რომ დამჭირდეს, გავიღებ
ეკონომიკა
ზაზა გაბუნია ხელმისაწვდომი ტარიფის დასადგენად კონსულტაციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
„სოკარი“ გაზგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას განაგრძობს
შემოსავლების სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
საზოგადოება
პატრიარქი: უნდა დავიცვათ ჩვენი ადათ-წესები, მაგრამ ამავე დროს არ უნდა იყოს ძალადობა
კახი კალაძის გაცილების საგამოზე დასასწრები ბილეთები ხვალიდან გაიყიდება
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში რელიგიური მდგომარეობაა აღწერილი
კომენტარი
კობახიძე: ეს რომ პოლიტიკური დევნა ყოფილიყო, ყველაფერი უფრო ადრე მოხდებოდა
ნიკა ჩიტაძე: სამწუხაროდ, ქვეყანა სულ უკან მიდის, მოძრაობს უკუსვლით დემოკრატიიდან, ევროპისგან შორს
ლევან ჩიტაძე: მერაბიშვილის დანაშაულებათა ის ჩამონათვალი რაც გაკეთდა, სრული არ არის
მსოფლიოში
ფედერალურმა ბიურომ რუსეთში მოქმედი იარაღის იტაკქვეშა საამქროები აღმოაჩინა
თურქეთში საჰაერო ბურთების შეჯახების შედეგად, სამი ტურისტი დაიღუპა
ოკლაჰომაში ტორნადოს 51 ადამიანი ემსხვერპლა
ტაბლოიდი
ეკა ბერიძე: პირველმა გავიდიდე ტუჩი, ატყდა ერთი ამბავი
მაქსიმე ჩარკვიანი: ვერ ვარკვევ და ვერ ვწყვეტ, რისთვის ვარ დაბადებული...
მსოფლიოს ათი ძვირადღირებული მუსიკოსი
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2013 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge