ცესკო-მ თვითმმართველობისა და შუალედურ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები წილისყრით განსაზღვრა.
ნომრები ასე გადანაწილდა: 13 - “ხალხის პარტია”, 14 – “მომავალი საქართველო”, 15 - “პარტია თავისუფლება”, 16 - “მომავლის პარტია”, 17 - “ეროვნულ–დემოკრატიული პარტია”, 18 - პოლიტიკური მოძრაობა „სოლიდარობა“, 19 - პოლიტიკური მოძრაობა “მამულიშვილი”, 20 - “ქართული დასი”, 21 - “დემოკრატიული პარტია”, 22 - “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, 23 - “სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი”, 24 - “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”, 25 - “სახალხო დემოკრატები”.
იმ პარტიებმა, კი რომლებიც წინა არჩევნებში მონაწილეობდნენ, ცესკო-ს თხოვნით მიმართეს, რომ ძველი ნომრები დაეტოვებინათ. აქედან გამომდინარე, “რესპუბლიკური პარტიისთვის” განისაზღვრა ნომერი 2, რომლითაც ამ არჩევნებზე “ალიანსი საქართველოსთვის” მიიღებს მონაწილეობას; 3 - “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, 5 - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 6 - “სპორტსმენთა კავშირი”, 7 - “ეროვნული საბჭო”, 8 - “რადიკალ–დემოკრატები”, 10 - “ქრისტიან–დემოკრატები” და 12 - “ჩვენი ქვეყანა”.
ამასთან, იმის გამო, რომ “ეროვნულ საბჭოში” შემავალი სამი პარტია შუალედურ არჩევნებში ცალ–ცალკე სახით იქნება წარმოდგენილი, მათთვის ინდივიდუალური ნომრები გამოიყო: 7 - “კონსერვატიული პარტია”, 13 - “ხალხის პარტია” და 24 - “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”.
ცესკო-ს თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, პოლიტიკურ სუბიექტებს და პარტიებს საშუალება ექნებათ, ამ ნომრებით აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია. ეს რიგითი ნომრები დაფიქსირებული იქნება 30 მაისს საარჩევნო ბიულეტინებზე.
|