. 2007 წლის იანვრიდან თბილისში ორჯერ იზრდება წყლის ტარიფი. ამის შესახებ "ახალი ამბები-საქართველოს" დედაქალაქის მერის მოადგილემ გიორგი მელაძემ განაცხადა.
წყლის ტარიფი მოსახლეობისთვის 2,4 ლარს შეადგენს, ხოლო ორგანიზაციებისთვის - 4,4 ლარს.
გიორგი მელაძის თქმით, შეღავათების პაკეტის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ძველი ტარიფი დარჩება და ის 1,2 ლარს შეადგენს, ხოლო თანხის დანარჩენ ნაწილს დედაქალაქის მერია გადაიხდის.