გავხდეთ მეგობრები
eng  geo  rus  tur  ივნისი 20.06.2013 12:30:14
swf
ბიზნეს რეიტინგი
წლის საუკეთესო ბიზნეს-კომპანიების დაჯილდოება
„გეოპლანტმა“ ნომინაციებში - წარმატებული ექსპორტიორი და მაღალი ეკოლოგიური სტანდარტები გაიმარჯვა
ბიზნესრეიტინგის სპეციალური პრიზი ბადრი პატარკაციშვილს გარდაცვალების შემდეგ...
ინტერვიუ
"ამერიკასთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, პრობლემას აჩენენ სააკაშვილი და მისი მეგობრები"
კახა კუკავა: ახლანდელი ხელისუფლება „მოქალაქეთა კავშირისა“ და „ნაცმოძრაობის“ რეინკარნაციაა
დავით თევზაძე: ავღანეთის მისიაში არა ოკუპანტები, არამედ სატელიტები ვართ

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი კნუტ ვოლებეკს შეხვდა
საქართველოს მოქალაქეები შტეფან ფულეს პეტიციას უგზავნიან
ბრიჯიტ ბრინკი: შოკირებული და გაოგნებული ვართ იმით, რაც ვიდეოკადრებზეა ასახული
სამართალი
ნიკა მელია: მჯერა, რომ პროკურატურა აღმკვეთ ღონისძიებას არ მოითხოვს და უხერხულ მდგომარეობაში თავს არ ჩაიგდებს
შსს-მ „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონპროექტი მოამზადა
ბაჩო ახალაია: არც ამ ჩანაწერების მოპოვებასთან და არც მის გავრცელებასთან არანაირი კავშირი არ მაქვს
სამხედრო თემა
თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება
ირაკლი ალასანია ამდჟეი ტიშკევიჩს შეხვდა
ალექსი პეტრიაშვილი ავღანელი ოფიცრების საქართველოს საწვრთნელ ბაზებზე მომზადებას არ გამორიცხავს
პრესის დაიჯესტი
ლერი ხაბელოვი: სამხრეთ ოსეთი პირველად სააკაშვილმა აღიარა
კახა მიქაია: ეს არის მეგის ქარდავას და თენგიზ გუნავას შექმნილი ბანდფორმირებებისთვის განკუთვნილი იარაღი
გოგა ხაინდრავა: საიდან უჩნდებოდათ ანგარიშებზე ამდენი ფული ოქრუაშვილს, სააკაშვილს, მერაბიშვილს და სხვა მინისტრებს?
ბლოგი
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: „ავღანური სინდრომი“ ქართულ რეალობაში
მალხაზ გველუკაშვილის ბლოგი: პრეზიდენტობის კანდიდატების ფსიქოალგებრული ანალიზი
მალხაზ გველუკაშვილის ბლოგი: სრულყოფილების საფუძვლები “მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ”
გამოკითხვა
ვის დაუჭერდით მხარს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად?
სალომე ზურაბიშვილი
ირაკლი ალასანია
არმაზ ახვლედიანი
გიორგი მარგველაშვილი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი*
(2.7)
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მედიის თავისუფლების მხარდამჭერ ფონდს ქმნის
2010.04.29 13:01
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მედიის თავისუფლების მხარდამჭერ ფონდს ქმნის, რომელსაც ბრიტანეთის ყოფილ ელჩი საქართველოში დონალდ მაკლარენი უხელმძღვანელებს.
ამასთან დაკავშირებით პატარკაციშვილის ოჯახმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ძვირფასო მეგობრებო, “იმედი” – სატელევიზიო არხი, რომელსაც თქვენ პატივს სცემდით და ენდობოდით, აღარ არსებობს. დარჩა მხოლოდ სახელი, რომელიც გაუფასურდა და მთავრობის მიერ დანიშნული ამჟამინდელი მენეჯმენტის ცალმხრივი საინფორმაციო პოლიტიკის წყალობით. როდესაც ბადრი პატარკაციშვილმა ეს არხი დააფუძნა, მან გააზრებულად და სიფრთხილით შეარჩია სახელი. არხი წარმოადგენდა იმ თავისუფლების შუქურას, რასაც ჩვენ ასე ვაფასებთ. ქართულ მედიასივრცეში, “იმედმა” თავისუფალი, მაღალხარისხოვანი ინფორმაციის, ანალიზისა და სიტყვის თავისუფლების ახლებური სტანდარტი დაამკვიდრა. ბადრის ოჯახი აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას “იმედის” დასაბრუნებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პროცესი სასურველზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. მანამდე კი, ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის განვითარების საქმეში. ამიტომ, გადავწყვიტეთ დავაფუძნოთ მედიის თავისუფლების მხარდამჭერი ფონდი.
ფონდის მიზანი იქნება, მხარში ამოვუდგეთ და გავამხნევოთ ისინი, რომელთაც ძალუძთ მედიის დამოუკიდებლობის რეალობად ქცევა, ყოფნით გამბედაობა და აქვთ ხედვა, მაგრამ არ გააჩნიათ შესაბამისი რესურსები. ჩვენ თხოვნით მივმართეთ დიდი ბრიტანეთის ყოფილ ელჩს საქართველოში, ბატონ დონალდ მაკლარენს, დაგვეხმაროს ფონდის დაარსებაში და შემდგომ უხელმძღვანელოს მას.
ბატონ დონალდ მაკლარენს მხარში ამოუდგება პროფესიონალი და პატივსაცემი პიროვნებებისგან შემდგარი დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო. დარწმუნებულნი ვართ, რომ თუნდაც მცირეოდენი წვლილის შეტანით სიკეთეს მოვუტანთ საქართველოს.


დონალდ მაკლარენის განცხადება:

“ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა და დიდი პატივია ქალბატონ ინა გუდავაძის თხოვნა, დავეხმარო თავისუფალი მედიის მხარდამჭერი ფონდის დაარსებაში და ვუხელმძღვანელო ამ ფონდს.
2004-2007 წლებში საქართველოში მისი უდიდებულესობა დედოფლის ელჩად ყოფნის დროს, აღფრთოვანებითა და პატივისცემით განვიმსჭვალე იმ ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რომელიც ჩემი ხალხის მსგავსად, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ესოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს ცარიელი სიტყვები არ არის, რადგან ქართველთა მრავალმა თაობამ, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბევრი იბრძოლა და ეწამა, რათა ამ სიტყვებს რეალური მნიშვნელობა მისცემოდა, როგორც მათთვის, ასევე მთელი ერისთვის.
საელჩოში მუშაობისას, საინფორმაციო საშუალებების თავისუფლება ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. ყოველთვის, როცა საქართველოში ვბრუნდებოდი, მაკვირვებდა ის ფაქტი, თუ რამდენი ადამიანი (და არა მხოლოდ ჟურნალისტები) ამბობდა, რომ დღევანდელი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, მედიის თავისუფლება გადამწყვეტია.
ამ დიდი მიზნის მიღწევის გარდა, ფონდს არავითარი პოლიტიკური მოტივი არ ექნება. მისი მიზანი მარტივია და გამჭვირვალე: დამოუკიდებელი, მაღალხარისხოვანი და ობიექტური ჟურნალისტიკის მხარდაჭერა.
ფონდს, რომლის თავმჯდომარეც მე ვიქნები, მცირერიცხოვანი, ქართველი და არაქართველი წევრებისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც მედია, ასევე სხვა სფეროს ექსპერტებით. თბილისში, ფონდს ეყოლება თანამშრომელთა გუნდი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ გუნდის დაკომპლექტება, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შერჩევასთან ერთად.
ჩვენი ამოცანაა, სამომავლო მხარდაჭერისთვის , განვიხილოთ როგორც მედიასაშუალებების, ასევე დამოუკიდებელი ჟურნალისტების განცხადებები. ჩვენთვის, პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს ტელევიზია, კონკრეტულად კი საინფორმაციო სეგმენტი, ასევე მოხარულნი ვიქნებით განვიხილოთ განაცხადები სხვა მედიასაშუალებებიდან. მნიშვნელოვანია ის, რომ ფონდი განიხილავს არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მიერ წარდგენიოლ პროექტებს.
ფონდის სახსრები არ არის შეუზღუდავი. ყურადღებას გავამახვილებთ საპროექტო შემოთავაზებებზე. მაგალითად, აღჭურვილობასთან, სწავლებასთან ან პროგრამის შექმნასთან დაკავშირებულ, კარგად დაანგარიშებულ, მდგრად პროექტებზე და რაც ყველაზე მთავარია – განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმ პროექტებს, რომლებიც ჭეშმარიტ წვლილს შეიტანენ თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში.
მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებამდე, ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში ფონდის ოფიციალური პრეზენტაციის გასამართად. ვიმედოვნებ, რომ ეს წინასწარი განცხადებ, სტიმული იქნება განაცხადების მომზადებისთვის, რომლებიც თუნდაც მონახაზის სახით გამოგვეგზავნება ქვემოთ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
საქართველომ რთული პერიოდები გაიარა და ახლაც სირთულეების წინაშე დგას, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მედია საშუალებების არსებობა დღეს ისე საჭიროა, როგორც არასდროს. ფონდის დაარსება მეტად სასიამოვნო მოვლენაა. დიდი სურვილი მაქვს, წვლილი შევიტანო მის განვითარებაში იმ ქვეყნის სასარგებლოდ, რომელიც წარმატებას იმსახურებს”.


თავისუფალი მედიის მხარდამჭერი ფონდი
განაცხადის პრინციპები:

განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოში მედიისა და ჟურნალისტიკის თავისუფლების მხარდამჭერი ფართო სპექტრის პროექტები, რომლებიც მოიცავენ ბეჭდურ და ელექტრონულ მედიას, მასალის შექმნასა და მათ მიწოდებას, წარმოებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას. ფონდის პრიორიტეტებია - საინფორმაციო და საგამოძიებო პროგრამების მომზადება თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ პროექტის რეალისტური გეგმა, კარგად გაიაზრონ მისი განხორციელებისთვის საჭირო რესურსების ოდენობა და გამოამჟღავნონ შემოთავაზებული პროექტის შესრულების უნარი. თითოეულ განცხადებაში უნდა აღიწეროს, თუ რა წვლილს შეიტანს შემოთავაზებული პროექტი საქართველოში მედიისა და ჟურნალისტიკის თავისუფლების სფეროში.
ფონდი მხედველობაში მიიღებს, უცდიათ თუ არა განმცხადებლებს სხვა ორგანიზაციების (მაგ: “ღია საზოგადოება - საქართველო”, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო) მხარდაჭერის მოპოვება. სხვა დონორებისა და ფონდებისგან უკვე მიღებული მხარდაჭერა, გააუმჯობესებს წარმატების შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზებული პროექტები უარყოფილ იქნა სხვა ორგანიზაციების მიერ, განმცხადებლებმა უნდა განმარტონ პროექტის დაწუნების მიზეზები.

ქვემოთ მოცემულია განაცხადების შევსების პრინციპი
განმარტებითი ბარათი და პროექტის აღწერა
• პროექტის აღწერა
• პროექტის მიზნები
• დროში გაწერილი გრაფიკი
• საჭირო რესურსები/ფინანსური რესურსების ჩათვლით
• დასაბუთება იმისა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში თავისუფალი მედიის/ჟურნალისტიკა/ განვითარებას

სამუშაო გეგმა
• პროექტის ყველა ფაზის დაწვრილებითი აღწერა
• პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსები, როგორიცაა ტექნიკური აღჭურვილობა, სტუდიები, ადამიანური რესურსები, სწავლება და ა.შ.

ბიუჯეტი
• პროექტის დეტალური ფინანსური ანალიზი (ნაღდი ფულის მოძრაობის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, მოსალოდნელი შემოსავლები, ხარჯები და კაპიტალური დაბანდებები, გადასახადები და ა.შ.) გაწერილი ცალკეულ კომპონენტებსა და თვეებზე/კვირეებზე;
• დაბანდების, სესხების ან შემოწირულობების სხვა მოსალოდნელი წყაროები;
• ნაღდი ფულის დეფიციტი, რომელიც უნდა დაიფაროს ფონდის გრანტით.

შესაბამისი გამოცდილება
• ძირითადი პერსონალის რეზიუმეები, რომლებშიც ნათლად იქნება აღწერილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მუშაობის მათი გამოცდილება;
• ძირითადი პერსონალის მიერ შემოთავაზებული პროექტის წარმატებით განხორციელების უნარის დასაბუთება.

განმცხადებლებმა პროექტები უნდა წარმოადგინონ ქართულ და ინგლისურ ენებზე.
განაცხადი მიიღება ელექტრონულ მისამართზე: mfsf@inbox.com
N
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 1264 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
The Georgian Times-ის ინტერვიუ სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან
„ჯორჯიან თაიმსის" ტრადიციული მე-14 ბიზნეს დაჯილდოება
The Georgian Times-ის ექსკლუზიური ინტერვიუ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან
დამოუკიდებლობის დღე
ყველაზე რეიტინგული
სამართალი |
2013.06.20 12:06
„მე წამიყენეს ბრალი მხოლოდ სამი მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით. სამივე წარმოადგენს ერთ მხარეს, რომელიც საზოგადოებრივ აზრს აყალიბებდნენ, თითქოს ორმა-სამმა ადამიანმა მოახერხა და 25 კაცს გაგვისწორდნენ, რითაც ამაყობდნენ.
პოლიტიკა |
2013.06.20 12:05
როგორც geotimes.ge-ს პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ივანიშვილის შეხვედრა კნუტ ვოლებეკთან პრემიერის რეზიდენციაში გაიმართა.
საზოგადოება |
2013.06.20 11:57
„ჩვენს ტერიტორიაზე დამიჭირეს, ჯერ ნაბაკევში, შემდეგ კი გალში წაგვიყვანეს. ბრალდება იყო საზღვრის გადაკვეთა. ძალიან კარგად მექცეოდნენ. შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ".
სამართალი |
2013.06.20 11:50
„პოლიციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქმიანობის შემაჯამებელ სხდომაზე ისაუბრა.
საზოგადოება |
2013.06.20 11:49
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე და სასტუმრო „რედისონთან" გამართული აქციის მონაწილეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
პოლიტიკა |
2013.06.20 11:34
„გთხოვთ, ევროკავშირმა მეტი ყურადღება დაუთმოს საქართველოში შეუწყნარებლობისა და ძალადობის პრობლემებს.
სამართალი |
2013.06.20 11:32
"უახლოეს დღეებში ვაპირებ მივმართო სასამართლოს და ყველა უპასუხისმგებლო ადამიანსა თუ გამომცემლობას მოვთხოვო ბოდიშის მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის სახელის დისკრედიტაციისათვის".
ძიება საიტზე
Geotimes TV
The Georgian Times-ის ინტერვიუ სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან
„ჯორჯიან თაიმსის" ტრადიციული მე-14 ბიზნეს დაჯილდოება
The Georgian Times-ის ექსკლუზიური ინტერვიუ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
       1  2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20212223
24252627282930

ინისი 2013
დღის ქრონიკა
16:10
ქდმ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების შეცვლას ითხოვს
14:40
უგულავას საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 3 ივლისს გაიმართება
13:56
სოფელ ვაჩნაძიანის მოსახლეობა პრემიერმინისტრს მიმართავს
13:37
შოთა მურღულიამ ხაშურისა და ბაკურიანის ნაგავსაყრელები დაათვალიერა
12:00
გამოცდების ეროვნული ცენტრი და National Geographic-ის ქართული გამოცემა აბიტურიენტებს შეხვდებიან
მთავარი დღეს
კახა კოჟორიძე: მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნა რისკიანი აუცილებლობაა
ეკონომიკა
მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე სოკარი იზრუნებს
ქდმ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების შეცვლას ითხოვს
ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე მეტი პრემია თავდაცვის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტში გაიცა
საზოგადოება
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული თენგიზ ყურუა 30 ათასი რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გედევან ფოფხაძე და აქციის მონაწილეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ
სასტუმრო „რედისონთან“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
კომენტარი
"ახლა დამნაშავეების ბრალეულობაზე უნდა მსჯელობდნენ და არა იმაზე, ვანო მერაბიშვილს აქვს თუ არა ტელევიზორი"
დავით საყვარელიძე: მსგავსი კადრების ხელში ჩაგდების შემთხვევაში პირველი ვიქნებოდი ვინც ამას გამოიძიებდა
თეა თუთბერიძე: საგულისხმოა, რომ რა ფაქტებიც ვიდეოფირზეა აღბეჭდილი 2007 წელშია გაკეთებული პოლიციის მიერ
მსოფლიოში
ჰამბურგი გენდერული თანასწორობისთვის იბრძვის
Guardian : იულია ტიმოშენკო შესაძლებელია, შემოდგომაზე გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავროს
გაიმეორებს თუ არა ობამა ბრანდენბურგის ჭიშკართან კენედის სიტყვებს
ტაბლოიდი
თამუნა მუსერიძე: 28 წლის ასაკში მივხვდი, რომ ჩემთვის ადრეა გათხოვება
სოფო ხალვაში: ივლისის ბოლოს დაიბადება მარიამი
ქეით პერის და რობერ პატისონის რომანი დაიწყო?
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2013 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge