|
იქცევა თუ არა ბათუმი თურქეთის პორტად?
ასლან აბაშიძისგან გამოხსნილი აჭარა ხელისუფლებამ ვარშალომიძეს ჩააბარა. "სრულიად საქართველოს" მოსახლეობას კი დაჰპირდა, რომ ამიერიდან სახელმწიფოს ერთიან კონსტიტუციას დაქვემდებარებული აჭარა "პირველად საქართველოს ისტორიაში" ყველაზე განვითარებულ და უმდიდრეს რეგიონად იქცეოდა, ბათუმი ბარსელონაზე "მაგარი" გახდებოდა.
რევოლუციის მე _6 წლისთავზე აჭარის რეგიონს ვარშალომიძის ნაცნობ _ მეგობრები, ეკონომიკას კი მთლიანად თურქული ბიზნესი მართავს.
როგორც "ჯორჯიან თაიმსს" სანდო წყარომ აცნობა, დღეს აჭარაში თითქმის ყველაფერს თურქი ბიზნესმენები და ინვესტორები აკონტროლებენ. "მთელს ბათუმსა და რაიონებში, საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან თურქები არიან. მათია სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, კაფეები, რესტორნები და სტრატეგიული ობიექტებიც მათ მიჰყოდეს. მთავრობა ოფიციალურად რასაც ამბობს, ამბობს, რასაც ჩუმად ყიდიან და არ აცხადებენ... ბიზნესის ნაწილი ადგილობრივ მაცხოვრებლებზეა გაფორმებული, მათ უკანაც თურქები დგანან. მთელი სანაპირო სანაპირო ზოლი და ყველაზე საუკეთესო ადგილები გაყიდეს", _ აცხადებს "წყარო" ჩვენთან საუბარში.
სამშენებლო სამუშაოებს აჭარაში თურქული კომპანიები "კარენ ჯორჯია~,(გარე ფასადების მოპირკეთება), "DNI Group" (ცემენტის იმპორტი თურქეთიდან) და სამშენებლო კომპანია `ნუროლ ინშაატი~ აწარმოებს. BTM textile _ს კუთვნილებაა სამკერვალო ფაბრიკა. ამავე ჯგუფს ეკუთვნის სავაჭრო ცენტრიც ბათუმში.
თურქული ფირმა PROMERI აშენებს ბულვარში ყოფილი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე უზარმაზარ კომპლექსს. თურქების კუთვნილებაა სასტუმრო "შერატონიც", რომელიც იქვე, ბულვარში შენდება. ჩვენი უახლოესი მეზობლების კუთვნილებაშია რესტორნები "Arachari restourant", "Grandhill restourant", "Isnambul hotel", სავაჭრო ცენტრი "vissol market". თურქ ინვესტორებს შენობები იჯარით არა მარტო რამოდენიმე წლით აქვთ გადაცემული, "წყაროს" ინფორმაციით, ის ტერიტორიებიც აქვთ შესყიდული, რაზეც მათი ფირმების შენობებია განთავსებული.
"გეგმაზომოერად და მიზანმიმართულად მიმდინარეობს თურქული ენის შესწავლა ახალგაზრდებში. მარტის დასაწყისში ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მიშამ საზეიმოდ გახსნა ახალი შ. პ. ს ჩაღლარის დემირელის კოლეჯის ბათუმის ფილიალი რ. შაჰინის სახ. მეგობრობის სკოლა _ ლიცეუმი, რომელიც დიდ და კეთილმოწყობილ შენობაში გადავიდა, მისი მიმდებარე საკმაოდ დიდი ტერიტორიაც სკოლა _ ლიცეუმის კუთვნილებაა. მათ მე _6 კლასის მოსწავლეებისთვის უფასო თურქული და ინგლისური ენების შემსწავლელი კურსები გახსნეს, რომ მეშვიდე კლასიდან ბავშვებმა შაჰინის კოლეჯში გააგრძელონ სწავლა. სექტემბრიდან ნული კლასის გახსნასაც გეგმავენ და ბავშვებს თავიდანვე შეასწავლიან თურქულ ენას, _ აცხადებს "წყარო" ჩვენთან საუბარში, _ მშობლების ნაწილი კმაყოფილია. უფასოდ ასწავლიან ბავშვებს ენებს, მერე თურქეთის უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას, დაბრუნდებიან ბათუმში და ისევ თურქულ კომპანიებში გააგრძელებენ მუშაობას ან იქვე დარჩებიან. მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან ვნერვიულობთ. თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში ქართულად მოლაპარაკე ახალგაზრდები და აჭარელი ბიზნესმენები აჭარაში აღარ იქნებიან. მათი უმეტესობა ისედაც რუსეთშია წასული. აბა, აქ ბიზნესის კეთება, თუ მთავრობასთან არ ხარ შეკრული, გამორიცხულია. მალე თურქეთის პორტად ვიქცევით."
გადაიქცევა თუ არა ბათუმი ვარშალომიძის თურქულ პორტად თუ მიშას ბარსელონად, ამას მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი, ბათუმში ევროპულ წარწერებს ჯერჯერობით თურქული ჭარბობს.
|