|
გია თორთლაძე გვიან ღამით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. საქართველოს დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვაშინგტონში კონგრესის, სენატის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების `ენდიასა` და `აირაის` წარმომადგენლებთან. განხილვის თემა საქართველოს უსაფრთხოების საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ნატოში საქართველოს ინტეგრაცია და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები იქნება.
|