
კანადის პოლიციამ დაკარგული ქართველი გოგონას, მარიამ მახნიაშილის მამა დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადური მედია ავრცელებს.
სამართალდამცავების ინფორმაციით, შაბათს ვახტანგ მახნიაშვილი თავს დაესხა მეზობელს და მისი დაჭრა სცადა. ვახტანგ მახნიაშვილს წინააღმდეგობა მეზობლის სტუმრებმა გაუწიეს. დაშავებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კანადური ტელეკომპანიის ცნობით, დაკავებულ ვახტანგ მახნიაშვილს რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალი. გამოძიება კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობს, თუ რამდენად უკავშირდება ვახტანგ მახნიაშვილის ქმედება მისი შვილის გაუჩინარებას.
მარიამ მახნიაშვილი ფორესტ ჰილიდან გასული წლის სექტემბერში გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებმა ამ დრომდე ვერ მოიპოვეს.
|