|
ზედაზენზე ექსკურსიის დროს დაშავებული ირაკლი ჯაკონია და ავთანდილ აბესაძე მძიმე ტრამვებით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ექიმების განცხადებით, ახალგაზრდებს ტრავმები თავის არეში აქვთ. განსაკუთრებით რთულადაა ირაკლი ჯაკონია, იგი კომატოზურ მდგომარეობაშია და სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ექიმების განცხადებით მას ტვინის დაჟეჟილობა აღენიშნება.
ინციდენტი გუშინ საღამოს 6 საათზე მოხდა. ECM-ის მესამე კურსის სტუდენტს ხევში მობილური გადაუვარდა. ჯაკონია და აბესაძე მის ამოტანას აპირებდნენ, ისინი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რის გამოც წონასწორობა დაკარგეს და ხევში გადავარდნენ. მათი ამოყვანა მხოლოდ სამაშველო სამსახურის თანმშრომლების დახმარებით მოხერხდა.
თვითმხილველები სტუდენტებს შორის ჩხუბის ფაქტს გამორიცხავენ. მოგვიანებით დაშავებულების მეგობრები საგურამოს პოლიციაში წაიყვანეს და ორი საათის განმავლობაში კითხავდნენ.
|