|
ლეიბორისტები საკონსტიტუციო კომისიისაგან 2003 წელს წარდგენილი კონსტიტუციური ცვლილებათა პროექტის განხილვას მოითხოვენ. ლეიბორისტების ინიციატივას მაშინ ხელი 250 ათასმა ადამიანმა მოაწერა. ლეიბორისტები აცხადებენ, რომ იმ წელს პროექტის განხილვა რევოლუციის გამო ვერ მოხერხდა.
შრომის პარტიის წარმომადგენელთა კანონპროექტი უფასო სამედიცინო დაზღვევას და სოციალური სფეროში სახელმწიფო პასუხისმგებლობის გაზრდას ითვალისწინებს. შალვა ნათელაშვილმა დღეს მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი აუცილებლად უნდა განიხილონ და მიიღონ, რადგან ის მოსახლეობაზეა ორიენტირებული.
|