|
კანადაში გაუჩინარებული მარიამ მახნიაშვილის მამა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. კანადური მედიის ცნობით, ვახტანგ მახნიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება ტორონტოს სასამართლომ მიიღო, თუმცა მოსამართლემ გირაოს დეტალების გამოქვეყნება აკრძალა.
სასამართლოზე მახნიაშვილს ხელი ჰქონდა შეხვეული. პროცესს ესწრებოდა მისი მეუღლეც. ვახტან მახნიაშვილი პოლიციამ მეზობელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა.
მიზეზად ის სახელდება, რომ დაზარალებული ზედმეტად ხმაურობდა, რამაც მახნიაშვილი გააღიზიანა.
გამოძიება მის ფსიქოლოგიურ შემოწმებას ითხოვს. 18 წლის მარიამ მახნიაშვილი გაურკვეველ ვითარებაში 2009 წლის 14 სექტემბერს გაუჩინარდა. ხელჩასაჭიდი სამხილი ამ დრომდე მხოლოდ სამართალდამცველების მიერ სკოლასთან ნაპოვნი ქართველი გოგონას ჩანთაა.
|