გავხდეთ მეგობრები
eng  geo  rus  tur  მაისი 25.05.2013 00:25:35
swf
ბიზნეს რეიტინგი
ბიზნესრეიტინგზე ყველა ის კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ამინდს ქმნის
მერაბ ფაჩულია: წლევანდელი ბიზნეს დაჯილდოება განსხვავებული იქნება
მალხაზ გულაშვილი: „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნესდაჯილდოება დაბრუნდა ქვეყნის ეკონომიკის სამსახურში
ყველაზე რეიტინგული
მამა ტარიელი : თუ სასულიერო პირებს დააპატიმრებენ „ნაციონალებს“ აუსრულდებათ ოცნება
პუტინი ეკონომიკურ ამინისტიაზე უარს აცხადებს
მტკვარში თევზების დახოცვის მიზეზად, ჯანგბადის ნაკლებობა დასახელდა
ინტერვიუ
მამა ტარიელი : თუ სასულიერო პირებს დააპატიმრებენ „ნაციონალებს“ აუსრულდებათ ოცნება
გოგა ხაინდრავა: მერაბიშვილი, რომ აჭიკჭიკდება, მერე ნახეთ „ნაციონალების“ ცოდვის ტირილი
ბიზნესრეიტინგზე ყველა ის კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ამინდს ქმნის

პოლიტიკა
ქართველ ჟურნალისტს ბაქოდან დეპორტაცია გაუკეთეს
ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი აშშ-ში შესაძლოა, ივნისში შედგეს
გიგი წერეთელი: შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატი გამოკვლევების საფუძველზე დავასახელოთ
სამართალი
შესაძლოა, დათა ახალაიას სტატუსი გადაიხედოს და ბრალი მოეხსნას
დევნილთა განსახლებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მითვისებისთვის რამდენიმე პირი დააკავეს
პროკურატურა: მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა კანონის ფარგლებში განხორციელდა
სამხედრო თემა
ირაკლი ალასანია თავის ესტონელ კოლეგას შეხვდა
ივანიშვილი: მშვიდობის აღდგენაში მონაწილეობას ზოგჯერ მსხვერპლიც ახლავს, მაგრამ ნატო-სთან ამ ურთიერთობას ვერ შევაჩერებთ
26 მაისისთვის მზადებასთან დაკავშირებით სამხედრო ავიაცია დღეს და ხვალ რეპეტიციას გაივლის
ბლოგი
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ისრაელის გეოპოლიტიკური დილემა: ყოფნა თუ არ ყოფნა???
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ნაციონალ-სოციალიზმის ქართული ვერსიის დასასრული???
რატომ შეუვარდა სააკაშვილი ტრაილერს ?
გამოკითხვა
ვის დაუჭერდით მხარს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად?
სალომე ზურაბიშვილი
ირაკლი ალასანია
არმაზ ახვლედიანი
გიორგი მარგველაშვილი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი*
(2.4)
პოლიტიკა
საქართველოს მიერ სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე ევროკავშირის ანგარიში
2010.05.13 12:34

http://civil.ge/geo/article.php?id=22708 

2009 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების განხორციელების კუთხით საქართველომ ”მთლიანობაში პროგრესს მიაღწია”, თუმცა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით გამოწვევები კვლავ რჩება, ნათქვამია ევროკავშირისანგარიშში, რომელიც 12 მაისს გამოქვეყნდა.

შუალედური ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებას მიმოიხილავს და ეხება როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ, სოციალურ, ვაჭრობის, ენერგეტიკის, გარემოსდაცვით და სხვა საკითხებს.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ პროგრესს მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის რეფორმირება, წვრილმანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ვაჭრობის ხელშეწყობა და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება.

”საჭიროა, რომ საქართველომ კვლავ განაგრძოს დემოკრატიული რეფორმები და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, განსაკუთრებით პოლიტიკური პლურალიზმის და მედიის თავისუფლების კუთხით,” - ნათქვამია ანგარიშში. ”სხვა ძირითად გამოწვევებს შორის არის სიღარიბის დაძლევა, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, სოფლის მეურნეობის განვითარება, მათ შორის სანიტარული და ფიტოსანიტარული საკითხები და საჯარო სამსახურის რეფორმა”.

ანგარიშის თანახმად, ”ჭეშმარიტ პოლიტიკურ რეფორმებ” დაბრკოლებას პოლიტიკური ცხოვრების ”პოლარიზაცია” უქმნის.

დოკუმენტის თანახმად, 30 მაისის ადგილობრივი არჩევნები იქნება ”მნიშვნელოვანი ინდიკატორი” იმის დასადგენად თუ როგორ ასრულებს საქართველო საერთაშორისო რეკომენდაციებს; არჩევნები ასევე იქნება გამოცდა იმ ცვლილებებისა, რომელიც პარლამენტმა 2009 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში შეიტანა, - ნათქვამია ევროკავშირის მოხსენებაში.

ანგარისში ჩამოთვლილია ის ძირითადი ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო კოდექსში შევიდა და იქვე აღნიშნულია, რომ შეტანილი ცვლილებები ”სათანადოდ არ აქცევს ყურადღებას საარჩევნო პერიოდის დროს ადმინისტრაციული რესურსების შესაძლო ბოროტად გამოყენების საკითხს.”

ოპოზიციის შარშანდელ ქუჩის აქციებთან დაკავშირებით ანგარიში აღნიშნავს, რომ ხელისუფლება არ ჩარეულო, რაც 2007 წლის ნოემბრის მსგავს მოვლენებთან შედარებით ”წინ გადადგმული ნაბიჯია”.

თუმცა, ანგარიშში ასევე საუბარია ოპოზიციის აქტივისტებზე თავდასხმების შემთხვევების შესახებ, ”რომლებიც ხელისუფლებამ არ გამოიძია დეტალურად და არც დამნაშავეები გამოუვლენია ან დაუსჯია”.

”დემონსტრაციების მსვლელობის დროს დააკავეს [ხელისუფლების] რამოდენიმე პოლიტიკური ოპონენტი, რომლებიც სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით გაასამართლეს. ყველა ამ სავარაუდო დანაშაულის და ბრალდების დეტალური გამოძიება იქნება მყარი ინდიკატორი იმისა რომ მოხდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ზრდა,” - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა ყურადღებით მოისმინა სახალხო დამცველის 2009 წლის ანგარიშები, ”სახალხო დამცველის ოფისის გავლენის რეალური მაჩვენებელი იქნება ის თუ როგორ შეასრულებენ ომბუდსმენის რეკომენდაციბს შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურები.”

ანგარიშის თანახმად, ციხეების გადატვირთულობა კვლავ პრობლემად რჩება. დოკუმენტში ასევე გაკრიტიკებულია 2009 წლის ივლისში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული სასჯელი ვადა 30-დან 90 დღემდე გაიზარდა.

ეს ცვლილება ”სრულად არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს,” ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება მედიას, ანგარიშში ნათქვამია, რომ მაუწყებლები ”ძირითად პრობლემატურ საკითხად”  რჩება.

”გავრცელებული ინფორმაციით, სატელევიზიო გარემო ძალიან პოლარიზებული და მიკერძოებულია,” - ნათქვამია დოკუმენტში. იგი ასევე აღნიშნავს მაუწყებელთა მფლობელობასთან დაკავშირებით გამჭირვალობის ნაკლებობის პრობლემებს. ანგარიშის თანახმად, ტელეკომპანიებისთვის ქვეყნის მასშტაბით სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მიცემას ”მხოლოდ შეზღუდული გავლენა ჰქონდა, ვინაიდან სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მაღალი ღირებულება პრობლემას წარმოადგენს ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიებისთვის, რომელთა ძირითადი შემოსავლის წყარო რეკლამაა”.      

რაც შეეხება თბილისის სურვილს დაიწყოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, ანგარიში  აღნიშნავს რომ 2009 წლის მეორე ნახევრიდან საქართველომ გამოავლინა ”მიზანდასახულობა რათა შეასრულოს ევროკავშირის ძირითად რეკომენდაციები”.

Civil Georgia
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 367 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებენ
კირვალიძის შემცვლელი ცნობილია
პრემიერი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ხვდება
,,დედაენის ბაღში" აქციას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები გამართავენ
გაზეთი
პრესის დაიჯესტი |
2013.05.24 21:12
ჩვენ გამოძიებები დავიწყეთ, თუმცა, ეს რთული პრობლემაა. თუ აღმოჩნდა, რომ მათ თანხები არაკანონიერად წაართვეს, მაშინ სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს. ეს ძალიან დიდი თანხებია, რომლის დაბრუნებასაც სახელმწიფო უახლოეს მომავალში ვერ შეძლებს.
საზოგადოება კულტურა მთავარი დღეს |
2013.05.24 21:04
პოეტი ვაჟა ოთარაშვილი კულტურის სამინისტროში არსებულ კორუფციულ გარიგებებეზე და ინტერესთა კონფლიქტზე geotimes.ge-სთან ექსკლუზიურად საუბრობს.
სამხედრო თემა |
2013.05.24 18:08
„ჯარისკაცების რაოდენობას რაც შეეხება, ეს კიდევ ზუსტდება. ზოგადად, ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობას ძალიან მაღალ დონეზე ვაფასებ. ეს ჩვენს ქვეყანას ძალიან მაღალ დონეზე წარმოაჩენს.
პოლიტიკა |
2013.05.24 17:45
სომხური მედიის ცნობით, ქართული მედია-სტუქტურის Go Group Media-ს ხელმძღვანელი მარგარიტა ახვლედიანი ბაქოში არ შეუშვეს.
პრესის დაიჯესტი |
2013.05.24 14:44
„ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლო პერიოდში რთული დრო უდგას. ორი დღის წინ შს ყოფილი მინისტრის და ექსპრემიერის ვანო მერაბიშვილის და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრებამ, ბევრი დაარწმუნა
სამართალი |
2013.05.24 13:38
საქმე 2011 წლის აგვისტოში, ჯაშუშობის ბრალდებით ფოტორეპორტიორების დაკავების შემდეგ წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელს და სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება.
პრესის დაიჯესტი |
2013.05.24 12:36
"პრეზიდენტი ძალიან ბევრ საკითხზე დაიკითხება ... ჩვენ ვნახეთ, რაში იფლანგებოდა სააკაშვილის დაცვის საიდუმლოხარჯები- ქალბატონებისთვის საჩუქრებში, დროსტარებაში , რესტორნებში, მასაჟებში, შვილის სწავლაში, მკურნალობაში..
ძიება საიტზე
Geotimes TV
მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებენ
კირვალიძის შემცვლელი ცნობილია
პრემიერი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ხვდება
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1  2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 242526
2728293031  

მაისი 2013
დღის ქრონიკა
11:55
შსს-მ 1992 წლიდან ძებნილი პირი დააკავა
08:00
24 მაისის ანონსი
16:49
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ღია წერილს აქვეყნებს
14:25
26 მაისს 102 მსჯავრდებული საკუთარ სახლებში შეხვდება
12:37
პრემიერ-მინისტრი ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
მთავარი დღეს
ვაჟა ოთარაშვილი კულტურის მინისტრს ბრალს კორუფციულ გარიგებებში სდებს
ეკონომიკა
რუსეთში ქართული ღვინის ერთ-ერთი კომპანიის პროდუქცია ვერ შევა
სოფლის მეურნეობის მინისტრად შალვა ფიფია ინიშნება
სქემა, რომლითაც "ოცნებამ" "ნაციონალებისგან" წართმეული ქონება ბიზნესმენებს უნდა დაუბრუნოს
საზოგადოება
ვაჟა ოთარაშვილი კულტურის მინისტრს ბრალს კორუფციულ გარიგებებში სდებს
დედაენის ბაღთან ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება
შალვა ფიფია: ვიმედოვნებ, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და კირვალიძე პოსტზე დაბრუნდება
კომენტარი
რამაზ საყვარელიძე: პრეზიდენტის თაობაზე მერაბიშვილს ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია
კობახიძე: ეს რომ პოლიტიკური დევნა ყოფილიყო, ყველაფერი უფრო ადრე მოხდებოდა
ნიკა ჩიტაძე: სამწუხაროდ, ქვეყანა სულ უკან მიდის, მოძრაობს უკუსვლით დემოკრატიიდან, ევროპისგან შორს
მსოფლიოში
პუტინი ეკონომიკურ ამინისტიაზე უარს აცხადებს
რუსეთის აღმოსავლეთით ძლიერი მიწისძვრა მოხდა
Daily Mail : ბრიტანეთის ტერირტორიაზე 2000-მდე პოტენციური ტერორისტი ცხოვრობს
ტაბლოიდი
ანი გიუნტერი: ვფიქრობ, არასწორია იმის თქმა, რომ ქალის ერთადერთი მისია-დედობაა
ირმა ცქიტიშვილი: ყოველთვის ვიცი მოდის სფეროში რა ხდება
ჯეი ლო ფიჭური კავშირის სალონების საკუთარ ქსელს ხსნის
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2013 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge