გავხდეთ მეგობრები
eng  geo  rus  tur  მაისი 22.05.2013 21:11:51
swf
ბიზნეს რეიტინგი
ბიზნესრეიტინგზე ყველა ის კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ამინდს ქმნის
მერაბ ფაჩულია: წლევანდელი ბიზნეს დაჯილდოება განსხვავებული იქნება
მალხაზ გულაშვილი: „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნესდაჯილდოება დაბრუნდა ქვეყნის ეკონომიკის სამსახურში
ყველაზე რეიტინგული
პრეზიდენტი: საქართველოს ისევე კარგად ვიცნობ, როგორც ჩემ საკუთარ ოჯახს
ბელგიაში როკ-კონცერტის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა
დავით ბუხრიკიძე: სტურუას წასვლით თეატრში დაიწყება დაღმასვლა, ადგილების გადანაწილება და ქიშპობა
ინტერვიუ
გოგა ხაინდრავა: მერაბიშვილი, რომ აჭიკჭიკდება, მერე ნახეთ „ნაციონალების“ ცოდვის ტირილი
ბიზნესრეიტინგზე ყველა ის კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ამინდს ქმნის
ნუგზარ წიკლაური:ვანო მერაბიშვილი დაკავებულია იმისათვის, რომ შექმნა სამუშაო ადგილები

პოლიტიკა
პრეზიდენტი: საქართველოს ისევე კარგად ვიცნობ, როგორც ჩემ საკუთარ ოჯახს
სააკაშვილი: ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა ძალიან საშიში ყოფილა
სააკაშვილი: ჭიაბერაშვილმა კორუფციას და ქურდობას დაუსვა წერტილი
სამართალი
news.yahoo.com: ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე ჟესტები გამოიყენა
შეწყალების კომისიამ რეკომენდაცია 122 მსჯავრდებულის შეწყალებაზე გასცა
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის" დირექტორი დააკავეს
სამხედრო თემა
ირაკლი ალასანია ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაემგზავრა
ირაკლი ალასანიამ დაღუპული კაპრალ ვლადიმერ შანავას ოჯახს მიუსამძიმრა
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები თბილისიდან საკუთარ სახლებში გადაასვენეს
ბლოგი
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ისრაელის გეოპოლიტიკური დილემა: ყოფნა თუ არ ყოფნა???
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ნაციონალ-სოციალიზმის ქართული ვერსიის დასასრული???
რატომ შეუვარდა სააკაშვილი ტრაილერს ?
გამოკითხვა
ვის დაუჭერდით მხარს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად?
სალომე ზურაბიშვილი
ირაკლი ალასანია
არმაზ ახვლედიანი
გიორგი მარგველაშვილი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი*
(2.7)
ინტერვიუ
ინტერვიუ მალხაზ გულაშვილთან
2010.05.22 10:00


 

 

რატომ და როგორ აღმოჩნდა ცხინვალში, მალხაზ გულაშვილი ქადაგებს თუ არა ნეოფაშიზმს და ასრულებს თუ არა მედიაჰოლდინგ ”ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელი კრემლის დაკვეთას - პრესა.გე-ს შეკითხვებს მალხაზ გულაშვილი პასუხობს.


ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიტიკური თავშესაფარი შესაძლოა რუსეთს სთხოვოთ. თქვენს განცხადებაში კი, საუბარია ევროპის, ან აზიის რომელიმე ქვეყანაზე. უკვე გადაწყვიტეთ ვის მიმართავთ?


- პოლიტიკურ თავშესაფარს არ ვითხოვ. ჩემი ბავშვი გავარიდე ხიფათს და აღვირახსნილ ადამიანებს, რომლებიც ძალოვანი სტრუქტურის ხელდასხმით მოქმედებენ. იცით ალბათ ეს ყველაფერი.


მხოლოდ ის, რაც თქვენი მოძრაობის წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს, თუმცა ფაქტის დეტალები ნაკლებად არის ცნობილი. თქვენი ვერსია როგორია?
- ვერსიას კი არა, რაც მოხდა იმას გეტყვით. ვერსია რა შუაშია კი, არ ვიგონებთ ამას. მას შემდეგ რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ეკა კვესიტაძის გადაცემაში ვთქვი, რომ ერთსქესიანი ქორწინებები დაუშვებელია, მუქარის რამდენიმე ზარი განხორციელდა. მოგვიანებით, ჩემი მეუღლე გააჩერეს მანქანით, შავი ფერის ჯიპმა გაუჩერა, ჩაუწია მინას და უთხრა, შენც და შენს შვილებსაც დაგსჯით თუ არ გაჩერდება შენი ქმარიო. მალევე, ჩემი ბავშვი ავარიაში მოყვა. გზაზე გადადიოდა და ჯიპი დაეჯახა. მაშინ მაინც ჩავთვალეთ, რომ ეს შემთხვევითობა იყო. 9 მაისს კი, ოთხმა ადამიანმა, ეს ბავშვი ჩაისვა მანქანაში.


მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს?


- სერი BMჭ იყო, ”პიტსოტი” არაყიშვილის ქუჩაზე. ჩემს შვილს სთხოვეს სიგარეტზე მოგვიკიდეო. მივიდა მანქანასთან. ამ დროს ვიღაცა ამოუდგა უკან, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და სცადეს დაშინება - ახლა გაჩვენებთ როგორ უნდა მამაშენის აქტიურობაო. ბავშვმა ერთ-ერთ კისერში კბილები ჩაასო და ასე რაღაცნაირად მოახერხა თავის დახსნა. ეს ამბავი რომ გავიგე, გვიან მითხრა ჩემმა ბიჭმა, ბუნებრივია, არცერთი ნორმალური მამა შვილს საქართველოში არ გააჩერებდა. აზერბაიჯანისკენ წავედით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პასპორტს 23 აპრილს გასვლოდა ვადა. იძულებული გავხდი მოვბრუნებულიყავი, მაგრამ ბავშვი სადღაც უნდა დამემალა და წავედით სოფელში.


ცხინვალში წასვლა როდის გადაწყვიტეთ?


- მას შემდეგ, რაც ჩემს სოფელში მყოფს მეგობრებმა შემატყობინეს, რომ ჩემის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებდნენ. არც გამოკვირვებია. ჩემი მეგობრებიც ხომ სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს. მეც დამიჭერდნენ ასე უსაფუძვლოდ და მერე მიდი და ამტკიცე, რომ აქლემი არ ხარ. შვილთან ერთად მთის საცალფეხო გზით გადმოვედით ახალგორის რაიონში. 35 კილომეტრი გავიარეთ ფეხით. მე მაგ ხეობიდან ვარ წარმოშობით, კარგად ვიცნობ და ამ გზებით არაერთხელ მივლია.


დაბრუნებას თუ აპირებთ ?


- დაბრუნებასაც ვაპირებ და ბრძოლასაც. ამჟამად ცხინვალში ვარ, შევხვდები საზოგადოების ნაწილს, მათ შორის პრესის თანდასწრებითაც და ჩვენი მოძრაობის მიზნებსა და ამოცანებს გავაცნობ.


მათთვის რის თქმას აპირებთ?


- იმის, რომ ოსმა და ქართველმა ხალხმა უნდა გააგრძელოს დიალოგი. ვნახე მიწასთან გასწორებული ცხინვალი და მიმაჩნია, რომ დანაშაულია, როდესაც ასე ანადგურებ შენს ქალაქს, ასე ექცევი შენს მოქალაქეებს. მე სულაც არ ვფიქრობ, რომ ცხინვალი არ არის საქართველო. ვისაც ცხინვალი საქართველოდ არ მიაჩნია, ეს მისი პრობლემაა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში საღი აზრი გაიმარჯვებს და ღვთისმშობლის შემგინებელნი და სატანისმცოდნეობის გაკვეთილების შემომღებნი საკადრის პასუხს მიიღებენ.


”ბარიერში” თქვენს სტუმრობას და განვითარებულ მოვლენებს საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამბობენ, რომ ეს თქვენი მოძრაობის და ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
- მე და ჩემს მოძრაობას არაფერი დაგვიგეგმავს. ტელეკომპანია ”კავკასიის” თანამშრომლებმა კი, სხვისი დაგეგმილი პროვოკაცია განახორციელეს. სწორედ ისინი მონაწილეობდნენ ჩხუბში. ჩხუბი კი იმის გამო ატყდა, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც ახლა ციხეში ზის, ბექა მინდიაშვილს კამერით იწერდა. ინტერვიუს ჩამორთმევა თუ ტერორიზმია, მაშინ ყველა ჟურნალისტი ტერორისტი ყოფილა


გადაცემის სტუდიაში სტუმრების ჩხუბი გამართლებულად მიგაჩნიათ?


- ჩხუბი სტუმრებს შორის სტუდიაში არ ატეხილა. მესამე ძალა მოვიდა გარედან და იმან ატეხა ჩხუბი. ეს ”თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო. ვერ აიტანეს ის, რომ სტუდია კუდამოძუებულებმა დატოვეს. გარწმუნებთ, საქართველოდან კუდამოძუებული გაქცევა მათ წინ ელით. უკვე დავრწმუნდი, რომ სწორედ ეს ორგანიზაცია მართავს საქართველოს ხელისუფლებას. მანამდე კიდევ მქონდა იმედი, რომ მათ შორის იყვნენ წესიერი ადამიანები, ვისაც ღვთისმშობლის შეგინებაზე მწვავე რეაქცია ექნებოდა. ჩანს ყველა ერთი იდეოლოგიით მოიწამლა. რაც შეეხება უდანაშაულოდ დაჭრილ ბიჭებს, ისინი ქრისტესათვის წამებული რაინდები არიან. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი რას იფიქრებენ ჩემზე. მთავარია ღმერთი არ განმირისხდეს.


ვპირდები მათ, რომ ”თავისუფლების ინსტიტუტის” საქმიანობას საქართველოში კონსტიტუციური გზით ავკრძალავ. შვილს დავაბინავებ და თბილისში ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე დავბრუნდები.


პოლიტიკოსთა ნაწილმა თქვენი ქმედებები შეაფასა, როგორც მოსკოვის დაკვეთით საქართველოში არეულობის პროვოცირების მცდელობა...
- მე არანაირი არეულობის პროვოცირებას არ ვცდილობ. ეს არეულობა თავად მათ დაგეგმეს. ისინი ვინც არეულობის მოწყობის ბრალდებით დააპატიმრეს, სტუდიაში ისხდნენ და ხელი არცერთს გაუნძრევია. არეულობა რომ მდომებოდა, ცოტა სხვანაირ არეულობას მოვაწყობდი. იმ პოლიტიკოსებს, ვინც ასეთ შეფასებებს აკეთებს, ”თავისუფლების ინსტიტუტი” ალაპარაკებს და მათ ნიღბები საბოლოოდ ჩამოიხსნეს. ეს ბრძოლა იმას მოჰყვა, რომ ”თავისუფლების ინსტიტუტის” აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ.


ნინო ჯანგირაშვილმა თქვა, რომ გთხოვათ, არ მიგეყვანათ სტუდიაში თქვენი მომხრეები, თუკი სიტუაციის გაკონტროლებას ვერ შეძლებდით.
- სტუდიაში ძალით არავინ მიმიყვანია. დიქტატორული ორგანიზაცია არ მაქვს. ეს კოალიციაა, რომელიც არაერთი ორგანიზაციისგან შედგება და ეს ორგანიზაციები საკუთარი წევრების ქმედებებზე თავად აგებენ პასუხს. ადამიანების ქცევაზე, ვინც მახლდა პასუხს მე ვაგებ, მაგრამ ქუჩაში მოჩხუბარ ადამიანებზე პასუხი მე როგორ ვაგო? მაშინ ნინო ჯანგირაშვილმაც აგოს პასუხი საკუთარი ოჯახის წევრებზე, რომლებიც ჩხუბში იყვნენ ჩართულნი. ალეკო ელისაშვილზე, რომელიც სტუდიაში მთვრალი შემოვარდა. ან იგივე აქუბარდიაზე, რომელიც ასევე მთვრალი შემოვარდა. მე ხომ არ ვიცი სად იჩხუბეს და საიდან შემოვიდნენ მთვრალები. მერე კი, უცებ აღმოჩნდა, რომ ჩვენ მოვაწყვეთ პროვოკაცია. შემიძლია დავიფიცო, რომ ხელი არავისთვის დამიკარებია არც მე, არც ლევან ჩაჩუას და არც იმ ბიჭებს, ვინც სტუდიაში იმყოფებოდა.


დღევანდელი გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, ”კავკასიის” სტუდიაში შეცდომა დაუშვით?


- მე, შეცდომა დავუშვი იმით, რომ სტუდიაში მივედი. არ უნდა მივსულიყავი, რადგან ის ”ნასედკების” ტელევიზია და ”თავისუფლების ინსტიტუტის” განყოფილება აღმოჩნდა. ჩვენმა ბიჭებმა გაიგონეს - სერგო რატიანი სტუდიას რომ ტოვებდა თქვა - დღეს, აქ ქრისტიანების სისხლი დაიღვრებაო. მათი გასვლა და ჩხუბის ატეხა ერთი იყო. ჩვენ რაში გვაწყობდა ჩხუბი, როდესაც ეს, მათ დატოვეს სტუდია წაგებულებმა, რადგან ვერცერთ ჩვენს შეკითხვას არგუმენტირებული პასუხი ვერ გასცეს.
ისმის შეფასებები, რომ თქვენმა განცხადებებმა და ამ ინციდენტმაც ცუდი სამსახური გაუწია საქართველოს საპატრიარქოს...


- რატომ გაუწია ეკლესიას ცუდი სამსახური. ჩვენ არსად გვითქვამს, რომ საპატრიარქოს და პატრიარქის კურთხევით ვართ შექმნილნი და ეკლესიის სახელით ვმოქმედებთ. ვინც ამას ამბობს, შეგნებულად ავრცელებს სიცრუეს. ჩვენ ვართ ქრისტიანები, მრევლი და ქრისტიანთა უფლებებს ვიცავთ. ვფიქრობ, ქრისტიანულ, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, სადაც ქრისტიანობა და ქართველობა იდენტიფიცირებულია - ღვთისმშობლის გინება დაუშვებელია. საქართველოს აქამდე თუ პოლიტიკური დევნილები და პატიმრები ჰყავდა, ახლა რელიგიური დევნილები და პატიმრები ჰყავს. სამწუხაროდ, XXI საუკუნეში საქართველოში ხალხი მართლმადიდებლობის გამო იდევნება.


ასევე გაისმა ბრალდება, რომ თქვენს მიერ გახმიანებული იდეები ფაშისტურია და ნეოფაშიზმს ქადაგებთ...
- თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რა არის ფაშიზმი, მერე ჩვენი პროგრამა და იქ ფაშისტურს ვერაფერს იპოვით. რაც შეეხება სიმბოლიკას - ორთავიანი არწივი ბიზანტიური სიმბოლიკაა. ვაი ისტორიკოსებს, რომლებიც ხელისუფლებას რამდენიმე ადგილს ულოკავენ, სვიმონ მასხარაშვილს ვგულისხმობ, რომელსაც აუჩემებია, ეს რუსული იმპერიალიზმის სიმბოლოაო, მინდა ვუთხრა, რომ ეს პროტოქართული სიმბოლოა, უფრო ადრე შუმერების იყო,. მოგვიანებით ბიზანტიის და ის საერო და საეკლესიო ხელისუფლებების მიერ სახელმწიფოს სინერგიული მართვას განასახიერებს.

ნინო ჯაფარიძე,presa.ge
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 1049 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
17 მაისი: პრეზიდენტისა და პრემიერის კომენტარები
გირგვლიანის საქმე და 26 მაისი: მერაბიშვილს დამატებითი ბრალდება წარედგინება
მერაბიშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 54 ათასი ევრო, 33 ათასი დოლარი და 29 ათასი ლარი
კუბლაშვილი მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის საქმეების გამოძიებაზე
გაზეთი
საზოგადოება არქივი |
2013.05.22 20:44
„რაც მოხდა 17 მაისს ეს ნამდვილად სამწუხაროა და ყოვლად მიუღებელია ის იდეები, რომელიც უნდოდათ რომ დაენერგათ საქართველოში.
პოლიტიკა |
2013.05.22 19:36
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უცხოურ თამაშს არ თამაშობს.
ეკონომიკა ანალიტიკა |
2013.05.22 18:51
ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, ღიად თუ ირიბად, გარკვეული სახის ფინანსურ ამნისტიაზე ლაპარაკობენ და იქვე განმარტავენ, რომ ფინანსური ამნისტია მხოლოდ ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს, მაგალითად, ექსმინისტრებსა თუ ექსდეპუტატებს არ შეეხებათ.
პოლიტიკა |
2013.05.22 18:41
„მან წერტილი დაუსვა კორუფციას, ქურდობას და დაიწყო რეალურად ჩვენი დედაქალაქის აღმშენებლობა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეძლო ჩვენი დასავლური ვექტორის რეალურად წინ წაწევა რუსეთთან ურთულეს მოლაპარაკებებში"
პოლიტიკა |
2013.05.22 16:40
„ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ძალადობა იქცა ყოველდღიურ მოვლენად, ჩვეულებრივ მოვლენად. ჩვენთვის სამწუხაროა, რომ ნანა კაკაბაძე და მელორ ვაჩნაძის ჯგუფი უდგენს დღის წესრიგს პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს".
პოლიტიკა |
2013.05.22 15:00
„პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ ადამიანების დაკავებას. მე მინდა ვთქვა და ძალიან ხშირად ვამბობ ამას კანონი არის ყველასთვის ერთი.
პრესის დაიჯესტი სამართალი |
2013.05.22 14:40
მერაბიშვილს, რომელიც ამ დრომდე პარტიის გენერალური მდივანია, ბრალი ასევე სხვისი ქონების მითვისებაში დასდეს. თავად მერაბიშვილი დანაშაულს არ აღიარებს და დაკავებას პოლიტიკურს უწოდებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ძიება საიტზე
Geotimes TV
17 მაისი: პრეზიდენტისა და პრემიერის კომენტარები
გირგვლიანის საქმე და 26 მაისი: მერაბიშვილს დამატებითი ბრალდება წარედგინება
მერაბიშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 54 ათასი ევრო, 33 ათასი დოლარი და 29 ათასი ლარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1  2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 2223242526
2728293031  

მაისი 2013
დღის ქრონიკა
18:06
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის" დირექტორი დააკავეს
13:45
შსს-ს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა
02:40
22 მაისის ანონსი
11:50
სასჯელაღსრულების სისტემაში სამედიცინო პერსონალის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
11:30
ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
მთავარი დღეს
მალებგამოცლილი ხერხემალი - პოლიტიკური დევნა, თუ პოლიტიკური მსხვრევა
ეკონომიკა
სქემა, რომლითაც "ოცნებამ" "ნაციონალებისგან" წართმეული ქონება ბიზნესმენებს უნდა დაუბრუნოს
მერაბ ფაჩულია: წლევანდელი ბიზნეს დაჯილდოება განსხვავებული იქნება
მალხაზ გულაშვილი: „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნესდაჯილდოება დაბრუნდა ქვეყნის ეკონომიკის სამსახურში
საზოგადოება
17 მაისს სამღვდელოების ქცევის გამო პატრიარქი მწუხარებას გამოთქვამს
ქუთაისში მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მხარდამჭერი და საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს
პატრიარქი: უნდა დავიცვათ ჩვენი ადათ-წესები, მაგრამ ამავე დროს არ უნდა იყოს ძალადობა
კომენტარი
კობახიძე: ეს რომ პოლიტიკური დევნა ყოფილიყო, ყველაფერი უფრო ადრე მოხდებოდა
ნიკა ჩიტაძე: სამწუხაროდ, ქვეყანა სულ უკან მიდის, მოძრაობს უკუსვლით დემოკრატიიდან, ევროპისგან შორს
ლევან ჩიტაძე: მერაბიშვილის დანაშაულებათა ის ჩამონათვალი რაც გაკეთდა, სრული არ არის
მსოფლიოში
დიმიტრი მედვედევი: მომწონს დიმონს რომ მეძახიან
ფედერალურმა ბიურომ რუსეთში მოქმედი იარაღის იტაკქვეშა საამქროები აღმოაჩინა
თურქეთში საჰაერო ბურთების შეჯახების შედეგად, სამი ტურისტი დაიღუპა
ტაბლოიდი
Music Awards 2013-ის დედოფალი
საჩუქარი ანჯელინა ჯოლის თურქეთის პარლამენტიდან
ეკა ბერიძე: პირველმა გავიდიდე ტუჩი, ატყდა ერთი ამბავი
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2013 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge