გავხდეთ მეგობრები
eng  geo  rus  tur  აპრილი 20.04.2014 07:17:22
swf
ბიზნეს რეიტინგი
1 აპრილს თბილისს კატარის ბიზნეს დელეგაცია ეწვევა
„თელასმა“ ბიზნეს ცენტრი „მთაწმინდა-კრწანისის“ ახალი ოფისი გახსნა
ინტერვიუ
ვინ „შეუჭამა“ 60 მილიონი ვახტანგ რჩეულიშვილს, ვის უნდა მისი ციხეში ნახვა და რატომ ებრძოდა ჟვანიას გუნდი?
ვინ მიაჩნია კახა კუკავას მთავარ კონკურენტად?
„ნაციონალური მოძრაობა თბილისურ მაიდანს ამზადებს“-ირმა ინაშვილი
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა, პოლიტიკაში დაბრუნდეს,
დავით ნარმანია ნუცუბიძის ფერდობზე ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა
იარაღით მოვაჭრე კეზერაშვილი, კლინტონის წერილი და ნაციონალური „გრიფით საიდუმლო“
სამართალი
რას დაპირდნენ ოლეგ მელნიკოვს ახალაიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ?
ციხეებში პაემნების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, მნახველთა წრეც ფართოვდება
გიორგი სანაიას მკვლელობის და მუხროვანის სკანდალურ ამბებს მონაწილე ყვება
სამხედრო თემა
ირაკლი ალასანიამ უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილა
სერჟანტთა მომზადების ცენტრის მსმენელები უნივერსიტეტში
ირაკლი ალასანია ავღანელ კოლეგას შეხვდა
პრესის დაიჯესტი
ბოლო 3 წელიწადში სამსახურებრივ მოვალეობას 108 ადამიანი შეეწირა
მანევრები რეალური საომარი სცენარით
ვინ არის პროკურატურაში "სიკვდილა", რომელიც სააკაშვილთან უშუალო კავშირზეა
ბლოგი
გამოკითხვა
ვინ გახდება თბილისის მერი?
ასმათ ტყაბლაძე (ლეიბორისტული პარტია)
ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა)
დავით ნარმანია (ქართული ოცნება)
დავით თარხან-მოურავი (პატრიოტთა ალიანსი)
დიმიტრი ლორთქიფანიძე (ბურჯანაძე - ქრისტიან-დემოკრატები)
კახა კუკავა (არასაპარლამენტო ოპოზიცია)
გიორგი გაჩეჩილაძე (მწვანეთა პარტია)
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი* CAPTCHA Image
(3.5)
პრესის დაიჯესტი
ტელე-იმედი კონტრევოლუციას იწყებს
2007.02.15 14:24
ხელისუფლებას `უალტერნატივო საფრთხე~ უახლოვდება `გამარჯვებული ხალხის ტელევიზია~ კი გასართობი შოუების ტელე-არხად გადაიქცაქართული სატელევიზიო მედია-სივრცე ლოგიკური გადახალისებების პოლიგონად იქცა. პროცესი ჯერ კიდევ დინამიკის სტადიაშია, მაგრამ ტელეკომპანია `იმედის~ ახალმა პოლიტიკურმა თოქ-შოუმ და `რუსთავი-2~-ში მიმდინარე პროცესებმა საამისო კონტურები უკვე მშვენივრად გამოკვეთა. ნათლად გამოჩნდა, თუ რომელი ტელეარხისათვის რა არის ახლო სტრატეგიული პრიორიტეტები. გამარჯვებული ხალხის ტელევიზიიდან შოუების ტელევიზიად ფორმირებამდე `რუსთავი-2~-მა არც ისე გრძელი გზა გაიარა. დღეს ეს პროცესი ისე თვალსაჩინო გახდა, რომ კონკიას ზღაპართან და კურიერის `კვახად~ გადაქცევასთან, ასოციაციები უკვე თვით ერთ-ერთი ასეთი შოუთაგანის წამყვანსაც უჩნდება პირდაპირ ეთერში. მასების ფსიქოლოგიურ `მობილიზებას~ ჯერ კიდევ სამი წლის წინანდელი ქართული პოლიტიკური დამუშავების ლოკომოტივი ახლა საზოგადოების ყურადღების კონცენტრირებას გრანდიოზული შოუ-პროგრამებით შეეცდება და საამისოდ კოლოსალური თანხების ხარჯვასაც არ ერიდება. `რუსთავი-2~-ზე პოლიტიკური დებატების ხანა ისევე ჩაბარდა წარსულს, როგორც მისთვის ლამის სავიზიტო ბარათად ქცეული ნეგატიური ინფორმაციები. ახლა, როგორც დღეს უწოდებენ, ყოფილი გამარჯვებული ხალხის ტელევიზია იმ ძველ და კარგ დროს დაემსგავსა, რომელსაც მერიის ბოსები ასე ხშირად ახსენებენ-ხოლმე შადრევნების გახსნასა თუ გუგულიანი საათების პრეზენტაციებზე. `წმინდა ადგილი არასდროს არის ცარიელი~. დღეს კი ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკურ მასალაზე მითხოვნა დროთა განმავლობაში იმის პირდაპირპროპორციულად იზრდება, თუ როდის რომელი სამსახური დაიხურება და რამდენი შემცირებული შეურთდება სახელმწიფო დაწესებულებებთან მიმდინარე გამოსვლებს. ამ დაწესებულებების წინ დროშების რაოდენობა სულ უფრო მატულობს. ასეთი ხალხისთვის რამდენად საინტერესო და აქტუალური იქნება მალაიზიის ტყეებში ავანტურის მოყვარული ქართველების თავგადასავალი, ძნელი სათქმელია.  აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელი პროექტის დასაფინანსებლად კომპანიის გენერალური დირექტორი კობა დავარაშვილი დამფინანსებლებისაგან მილიონ დოლარს ითხოვს(!). აქვე საინტერესოა ერთი მომენტიც: დავარაშვილი არის ის პიროვნება, რომელზეც კარგი აზრი არავის აქვს, მისით ყველა უკმაყოფილოა, მაგრამ ტელეკომპანიის ახლადგამომცხვარ გენდირექტორს ვერავინ ვერაფერს უხერხებს, ვინაიდან მას ხელისუფლებაში ერთი ცნობილი ჩინოვნიკი მფარველობს. ამ სიტუაციაში ყოფილ უალტერნატივოდ რეიტინგულ ტელემაუწყებლობას, პოპულარობით `კოლეგა~ `მზეც~ უსწრებს, რომელიც სულ უფრო მეტად იხვეჭს მაყურებლის სიმპათიას. Aრაც შეეხება ტელეკომპანია `იმედს,~ ის `რუსთავი-2~-ის მთავარი საპირწონე ხდება. ახალი თოქ-შოუ `ბადრის ტელევიზიაზე~ უკვე იძლევა ამის თქმის საფუძველს. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა საცნაური, რაც ქართულ სატელევიზიო მედია-ლოკომოტივს და დამრტყმელ ძალად ცნობილ თარგამაძე-გრიგოლიას დუეტს `რევოლუციის დედად~ სახელდებული ეკა ხოფერია შეურთდა. ეს პროცესები, ცხადია, ლოგიკურ კავშირშია უფრო მასშტაბურ მოვლენებთან. არავისთვის არის უცხო, რომ ქართული პოლიტიკური მოვლენების მოძრაობას უხილავი ხელი აკონტროლებს. ამ უჩინარ და იდუმალ ძალას, ბუნებრივია, მუდმივად სჭირდება დასაყრდენი. ყველაფერი ჯერჯერობით იმაზე მეტყვლებს, რომ ასეთ კონტრევოლუციურ ძალად სამომავლოდ სწორედ `იმედი~ მოიაზრება. ტელეკომპანია `იმედის~ `სწორ სტრატეგიაზე~ მისი მზარდი რეიტინგიც მეტყველებს. რეიტინგი, ხალხისათვის აქტუალური, ოპოზიციური სულისკვეთებით გაჯერებული საინფორმაციო თოქ-შოუები, მასებისთვის საინტერესო და პროფესიონალი ტელესახეები. ფაქტობრივად, კონკურენტის გარეშე დარჩენილი საინფორმაციო მიმართულება, ეს არის სწორედ ის ნაცნობი `ინგრედიენტები~, რომელმაც თავის დროზე, `რუსთავი-2~ ისტორიაში ახალი ფურცლის ჩამწერის როლში მოგვივლინა. და როგორც მოვლენათა ლოგიკა მეტყველებს, ახლა ჯერი სწორედ `იმედზეა~, რადგან დღეს, `ტელე-იმედი~, უალტერნატივო `თოქ-შოუ~ და `იმედის~ იმედისმომცემი სახეებია ხელისუფლებისთვის ყველაზე საშიში `ბომბი~, რომელიც მაშინ გასკდება, როცა ლონდონიდან `დეპეშას~ გამოგზავნიან.
ლელა ხაფთანი, Georgian Times
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 7028 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
შეფასებები უკრაინაზე
უკრაინის კრიზისი
პრეზიდენტისა და ექსპერტების შეხვედრა
ჯონდი ბაღათურიას პირადი ცხოვრების დეტალები
მანჩო გიორგობიანი ბრიფინგზე
ლალი მოროშკინას სკანდალური განცხადებები „რეაქციაში"
როლანდ ახალაიას ბრალი წარუდგინეს
ჟურნალისტი ინტერვიუს ჩაწერის დროს წყალში გადავარდა
შეხვედრა მაია ფანჯიკიძესთან
„ჯორჯიან თაიმსის" ტრადიციული მე-14 ბიზნეს დაჯილდოება
ახალაიას პროცესი
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მთავრობა უკვე ჩარიცხული დაუბეგრავი მინიმუმის უკან დაბრუნებას ითხოვს
ყველაზე რეიტინგული
კულტურა |
2014.04.17 17:17
მსგავსი ტიპის ლაბორატორია პირველია საქართველოში, რომლის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ხელოვნების ნიმუშების, კერამიკის, ლითონის, ქვისა და ხის არქეოლოგიური არტეფაქტების, წიგნების, ფრესკების, ხატებისა და სხვა კულტურული ძეგლების რესტავრაცია-კონცერვაციას.
მსოფლიოში მთავარი დღეს |
2014.04.17 12:28
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა,რომ დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში სპეცოპერაციის შედეგად, სამი რუსი სეპარატისტია მოკლული.
სპორტი |
2014.04.16 15:11
ალექსანდრე ჭიკაიძე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – „თბილისი 2015“-ის ჩატარების ხელშემწყობ სხდომას დაესწრო. ფესტივალთან დაკავშირებით კომისიის სხდომა დღეს მესამედ გაიმართა.
კონფლიქტები |
2014.04.16 14:03
ამ მომენტში, საოკუპაციო ხაზთან, ერგეთში ქართველი ჟურნალისტები აქციას მართავენ. მედიის წარმომადგენლები მათი კოლეგების დაპატიმრებას აპროტესტებენ.
სამართალი |
2014.04.16 13:59
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქმარმა ცოლს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
პოლიტიკა |
2014.04.16 13:56
კოალიცია „ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატებს 26 აპრილს დაასახელებს.
ეკონომიკა |
2014.04.15 18:19
უკრაინული Unain-ის ინფორმაციით, გერმანიამ პოლონეთის გავლით უკრაინისათვის გაზის მიწოდება განაახლა.
ძიება საიტზე
Geotimes TV
შეფასებები უკრაინაზე
უკრაინის კრიზისი
პრეზიდენტისა და ექსპერტების შეხვედრა
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1  2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21222324252627
282930    

აპრილი 2014
დღის ქრონიკა
13:01
მთავრობის კანცელარია რვა ახალ ავტომობილს შეიძენს
10:28
დღეიდან მართვის მოწმობები განსაზღვრული ვადით გაიცემა
18:51
დაბა ბაკურიანში, მოყვარულთა შორის სპორტული შეჯიბრები ჩატარდება
13:47
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან ერთი წელი გავიდა
12:44
საჯარო სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესი იწყება
მთავარი დღეს
„სრული სვლით დასავლეთისკენ“- შტეფან ტოლცმა საქართველოზე ფილმი გადაიღო
ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის მინისტრი დედოფლისწყაროში ჩავიდა
მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროში მომავალ თვეში ამოქმედდება
კახეთის მუნიციპალიტეტებმა სააღდგომოდ მილიონი ლარის პრემია გასცეს
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას აღდგომა მიულოცა
სააღდგომო ეპისტოლე
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
კომენტარი
პუტინს ნატო ნერვებს უშლის
ციფრული მაუწყებლობისთვის მიმღებების შეძენას დაახლოებით, 30-35 აშშ დოლარი დასჭირდება
შსს-მ მკვლელობის ფაქტი გახსნა
მსოფლიოში
ანდრეი ილარიონოვი: პუტინმა ყველაფერი მიიღო, რაც სურდა
ჟენევის ოთხმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს
ჩეხეთის პრეზიდენტმა იულია ტიმოშენკო განგსტერს შეადარა
ტაბლოიდი
რა განაცხადება გააკეთა ვახტანგ რჩეულიშვილმა შოუ "ორი ვარსკვლავის" დატოვების შემდეგ?
ლიზა ბაგრატიონს გიორგი ცაგარელთან რომანი აქვს?
გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის ოჯახური იდილია
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2014 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge