საქართველოს შსს არ მოითხოვს ზვიად გამსახურდიას ნეშტის ექსპერტიზას ოჯახის თანხმობის გარეშე
საქართველოს შსს არ აპირებს ზვიად გამსახურდიას ოჯახის საქმეებში ჩარევას და არ მოითხოვს ექს-პრეზიდენტის ნეშტის ექსპერტიზას ოჯახის თანხმობის გარეშე. ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განუცხადა.
როგორც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, ექსპერტიზის ჩატარების საკითხი ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს.
შს მინისტრმა ასევე უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პოლიცია ყაზარმულ მდგომარეობაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაკრძალვასთან დაკავშირებით გადავიდა.
ზვიად გამსახურდიას ოჯახის გადაწყვეტილებით კვირას, 1 აპრილს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.