
ჩრდილოეთ კორეის მილიონობით მოქალაქე დღეს კიმ ჩენ ირს საბოლოოდ გამოემშვიდობება.რუსი სპეციალისტების დახმარებით, კომუნისტთა ერთ-ერთი უკანასკნელი ბელადის სხეული ბალზამირებული იქნება და ლენინივით მასაც მავზოლეუმში დაასვენებენ. ამჟამად მინის სარკოფაგი ფხენიანში, კიმსუსანის მემორიალური კომპლექსის ერთ-ერთ დარბაზშია განთავსებული.
სამგლოვიარო პროცესია დილით 10:00 საათზე დაიწყო. გამოსამშვიდობებლ საპატიო ყარაულს თუ გადავხედავთ, კიმ ჩენ ირის ვაჟის ახალ სამთავრობოი კაბინეტში, როგორ გადანაწილდნენ პოლიტიკური ძალები. ასი ათასობით ფხენიანელმა დღეს, ჩრდილოეთ კორეის ჯერჯერობით არაოფიციალურ ლიდერს, სამხედრო ძალებისა და კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელს კიმ ჩენ ინს ერთგულება შეჰფიცა.
როგორც Yonhap -ის სააგენტო აცხადებს, კიმ ჩენ ირის ბალზამირებულ სხეულს მამამისის კიმ ირ სენის გვერდით დაასვენებენ, ამ პროცედურებს კი მოსკოვის ბიომედიცინის ტექნოლოგიის ცენტრის მკვლევარები ვლადისლავ კოზელცევის ხელმძღვანელობით, რომლებსაც პასუხისმგებლობა აქვთ აღებული ლენინის სხეულის შენახვაზე, ატარებენ.
|