
ექს-პრემიერ იულია ტიმოშჩენკოს პარტიამ "Батькивщина"-მ, რომელიც რუსეთთან გაზის კონტრაქტის დადებისას, უფლებამოსილების გადაჭარბების გამო სასჯელს იხდის, რეიტინგებში პირველი ადგილი დაიკავა.
სოციოლოგიური კველევა უკრაინაში ცნობილმა და ავტორიტეტულმა „რაზუმკოვის ცენტრმა" დეკემბრის ბოლოს ჩაატარა. „ახლა რომ ჩატარებულიყო საპრეზიდენტო არჩევნები ტიმოშჩენკო ყველაზე მეტ ხმებს-16, 3%-ს, იანუკოვჩი კი 13,3%-ს მიიღებდა",-აცხადებს „რაზუმკოვის ცენტრი".
„ამ შობას მამშვიდებს ის, რომ ვიცი: ყველა თეატრალური დეკორაცია დაიშალა, ავტორიტეტული რეჟიმი, რომელიც უღმერთობით და სასტიკად მართავს ქვეყანას, უკრაინელებისა და მსოფლიოს წინაშე ნათლად წარსდგა. ყველამ გაიგო და დაინახა, რომ რომ ევროპული მომავლისკენ სწრაფვა ტყუილია და რომ ხელისუფლების სათავეში კლეპტოკრატები არიან",-ნათქვამია იულია ტიმოშჩენკოს მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, სადაც ის აცხადებს, რომ ამ გაუსაძლის დღეებს, მხოლოდ ლოცვა და რწმენა ატანინებს.
|