
ძალიან სასიამოვნო პროცესია საჩუქრების ჩუქება და კიდევ უფრო სასიამოვნო, მისი მიღება. საჩუქრის არჩევისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენც უნდა მოგვწონდეს და მომავალ პატრონსაც. რა საჩუქარი არ უნდა ვაჩუქოთ დრაკონის წელს...
ყველაფერი, რაც ცეცხლთანაა დაკავშირებული
ამ წელს სანთებლები და სანთლები „შავ სიაში" მოხვდნენ. ცეცხლი-დრაკონის სიმბოლოა და მისი პრივილეგია, ასე, რომ ნუ გააბრაზებთ დრაკონს ახალ წელს!
ნუ აჩუქებთ საათებს
ეს სიტყვა ჩინურად „დასაფლავებასაც" ნიშნავს, ალბათ ამაში იმალება ეს პატარა საიდუმლო, რატომ არ უნდა აჩუქოთ წელს საათები ვინმეს.
ნუ აჩუქებთ დანებსა და ცეცხლსსასროლ იარაღებს
დრაკონი იმპულსური, ეჭვიანი და ცოტათი სასტიკიცაა, ამიტომ მისი გაღიზიანება მჭრელი დანებით, ცეცხლსასროლი იარაღებით არაფრით შეიძლება, თქვენ ამით შეიძლება იღბალი და სიმდიდრე დაკარგოთ, რომელსაც ამ წელს დრაკონი გვპირდება.
გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, აურჩიეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს და ახლობლებს. სხვა საჩუქრები და შეხვდით ახალ წელს მშვიდად! დაე, დრაკონმა ამ წელს მშვიდობა, ჯანმრთელობა, ჰარმონია, იღბალი და სიმდიდრე მოგიტანოთ!
|