
რუსული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავის ნოკოლაი ბასკოვისა და ბალერინა ანასტასია ვოლჩკოვის ფარული რომანი მალე ქორწინებით დაგვირგვინდება. ტენორმა გამოაცხადა, რომ ანასტასიას ხელი უკვე სთხოვა და ქორწილის დღეს დანიშნულია.
გასული 2011 წელი რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებისთვის, მოულოდნელობით აღსავსე და შოკისმომგვრელი იყო. დაწყებული, ფილიპ კირკოროვს გოგონათი დამთავრებული ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ქორწინებით. ყველაზე სასიხარულო, მაინც ეს ბოლო ინფორმაცია, ბასკოვისა და ანასტასიას ქორწინება აღმოჩნდა. მომღერალმა ბალერინას გულის დაპყრობა, ხელის თხოვნა და ქორწილში მეგობრების მიპატიჟებაც ერთდროულად მოასწრო. ქორწილი შემდეგი წლის 4 მარტსაა დაგეგმილი.
ეს ინფორმაცია დიმა ბილანის დაბადების დღეზე გააჟღერდა, სადაც ანასტასიასთან ერთად იმყოფებოდა და მხიარულად ატარებდა დროს.
თავად „ოქროს ხმა" -ბასკოვი კომენტარზე არ თანხმდება, ბალერინა კი უფრო მოწყალე აღმოჩნდა. „დიახ, ნიკოლაიმ ცოლობა შემომთავაზა, და ერთად გადავწყვიტეთ, რომ ქორწილი 4 მარტს არჩევნების დღეს გადავიხადოთ. ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი ხომ დაქორწინდნენ შუა მიტინგებში, ჩვენ შუა არჩევნებში გავაკეთებთ ამას" -ამბობს საპატარძლო.
|