
მსოფლიოს ლამაზი ქალაქი, შენობა, ქალი, მამაკაცი და ყველაზე ლამაზი სახლი. ამ ტიტიულს კი თურმე, ლეგენდარული სოფი ლორენის ვილა ფლობს.
პირველად ამ ვილამ ეს ტიტული 1964 წელს მოიპოვა, როდესაც იტალიელმა ვარსკვლავმა კარი ჟურნალისტებს პირველად გაუღო. სოფის პროდიუსერმა და მეუღლემ კარლო პონტიმ თავისი დაპირება შეასრულა. დაქორწინების წინ მეუღლეს შეჰპირდა, რომ მას მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სახლი ექნებოდა.
უძვირფასესი და უნიკალური ფრესკები, ოქროს ქანდაკებები, უზარმაზარი ძვირფასი ჭაღები და ანტიკავრული ავეჯი, ეს ყველაფერი ამ ულამაზეს, 50 -იან ოთახიან ვილაშია განლაგებული.
ვილა ისეთივე გლამურული და საოცარია, როგორც მისი პატრონი-სოფი ლორენი.
|