|
„უკრაინის ხელისუფლება ჩეხეთს სამაგიეროს გადაუხდის იმიტომ, რომ მან იულია ტიმოშჩენკოს მეუღლეს, ალექსანდრე ტიმოშჩენკოს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა". Deutsche Welle ჩეხეთის ყოფილი ელჩის უკრაინაში პაველ მაშას განცხადებას აქვეყნებს.
„სახელმწიფო ბიუროკრატიის ფონზე, რაც უკრაინაში ამჟამად სუფევს, ჩეხ ბიზნესმენებს, აუცილებლად პრობლემები შეექმნებათ. ჩეხეთს ისევე გადაუხდიან სამაგიეროს,როგორც გადაუხადეს ბოგდან დანილიშინისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის შემდეგ",-განაცხადა მაშამ.
მისი აზრით, ჩეხეთის გენპროკურატურის „იდეალისტებმა" მისცეს თავშესაფარი ალექსანდრე ტიმოშჩენკოს, რადგანაც მათ ჩეხეთს, როგორც ადამიანის უფლებების დამცველ ქვეყანას, იმიჯი არ შეულახეს. რაც შეეხება, ეჭვს იმის თაობაზე, რომ ალექსანდრე ტიმოშჩენკომ ჩეხეთში ცოლის ქონება გადამალოს, პაველ მაშას აზრით, „სისულელეა".
|