
კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების" ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ასახულია თუ რა თანხები ჩაურიცხა „ქართულმა ოცნებამ" მედიასაშუალებებს 2011 წლის 01 ნოემბრიდან 2012 წლის 1-ელ იანვრამდე.
ანგარიშის მიხედვით, 2011 წლის 9 დეკემბერს, რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელს 20 340 ლარი საეთერო დროის გამოყოფისთვის; 9 დეკემბერს ტელეკომპანია „კავკასიას" ტრანსლაციის უზრუნველსაყოფად 30 000 ლარი; 13 დეკემბერს გაზეთ „რეზონანსს" სარეკლამო მომსახურებისთვის 2400 ლარი; 13 დეკემბერს ტელერადიო კომპანია „თრიალეთს" 10 000 ლარი პრეზენტაციის ეთერში გაშვებისთვის; 19 დეკემბერს ინტერნეტ ტრანსლაციისთვის შპს „ნიუსრუმს" 828 ლარი; 19 დეკემბერს ფოტომომსახურებისთვის შპს „ახალ ამბებს" 1416 ლარი; 19 დეკემბერს შპს ახალი ამბების სააგენტო კავკასუსნიუსს" საინფორმაციო მხარდაჭერისთვის 1987 ლარი; 19 დეკემბერს ტრანსლაციის უზრუნველყოფისათვის შპს „რადიოცენტრი პლიუსს" 2110 ლარი; 22 დეკემბერს გიორგი უძილაურს სოციალური მედიის მონიტორინგისთვის - 5625 ლარი.
22 დეკემბერს სააგენტო „ჯი ეიჩ ენს" პრესრელიზების გავრცელებისათვის 600 ლარი; 22 დეკემბერს შპს ტელეარხი „25"-ს ტრანსლაციის უზრუნველყოფისთვის 663 ლარი; 23 დეკემბერს საინფორმაციო მხარდაჭერისთვის შპს „ახალი ამბების სააგენტო კავკასუს ნიუსს" 1986 ლარი; 26 დეკემბერს გიორგი უძილაურს სოციალური მედიის მონიტორინგისთვის 375 ლარი; 26 დეკემბერს შპს „საგამომცემლო ცენტრს საერთო სიტყვა" ერთჯერადი სპეცგამოცემის მომზადებისთვის 14 000 ლარი; 29 დეკემბერს შპს „რე ანიმატორს" სატელევიზიო ვიდეორგოლისთვის 17 630 ლარი; 29 დეკემბერს შპს „რეანიმატორს" სატელევიზო ვიდეორგოლის მოსამზადებლად 72 370 ლარი.
29 დეკემბერს რადიო „უცნობს" საქმიანობის რეკლამირებისთვის 31 400 ლარი; 29 დეკემბერს შპს „რადიო ცენტრი პლიუსს" საქმიანობის რეკლამირებისთვის 31 400 ლარი; 29 დეკემბერს ტელეკომპანია „კავკასიას" - სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის 147 892 ლარი; 29 დეკემბერს შპს „ჩოხატაურის მაცნეს" (გაზეთი „გურია ნიუსი") საქმიანობის რეკლამირებისთვის 54 150 ლარი; 29 დეკემბერს შპს „გაზეთი რუსთავის ამბებს" საქმიანობის რეკლამირებისთვის 7 875 ლარი; 29 დეკემბერს სტუდია „მაესტროს" სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის 195 621 ლარი; 29 დეკემბერს შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს" სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის 83 261 ლარი.
სტუდია „მაესტროს" სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის 195 621 ლარი აქვს მიღებული, ტელეკომპანია „კავკასიას" 177 892 ლარი - სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის.
რეგიონული მედიასაშუალებებიდან რადიო „ჰერეთს" - 83 261 ლარი, სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის; გაზეთ „გურია ნიუსს" - 54 150 ლარი, საქმიანობის რეკლამირებისთვის.
|