
გახმაურებული ქორწილის შემდეგ, მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა თაფლობის თევს ცალ-ცალკე ატარებენ. ქორწილის მეორე დღეს გალკინი კურშეველში გაფრინდა, ალა ბორისოვნა კი მოსკოვში დარჩა. ეს არის ერთადერთი დრო, როდესაც პუგაჩოვა უფლებას აძლევს გალკინს დაისვენოს და გაერთოს.
რუსული მასმედია დიდხანს იკვლევდა, ვისთან ერთად გაემგზავრა გალკინი კურშევილში და გაარკვიეს...სერგეი დრობოტენკოსთან ერთად, რომელსაც საახალწლო არდადეგები აქვს 28 იანვრამდე და სადღაც მთებშია სათხილამუროდ წასული.
ამბობენ იმასაც, რომ პუგაჩოვა ძალიან ეჭვიანობდა გალკინსა და დრობოტენკოს ურთიერთობაზე, სწორედ ამიტომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ერთმანეთს დაეშორებინა, თუმცა დრობოტენკო ქორწილშიც იყო და როგორც ჩანს კურშეველშიც გაფრინდა გალკინთან ერთად.
|