
ჰოლივუდის ცნობილმა ვარსკვლავმა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასცილდა ეშტონ კატჩერს, სულაც არ ნაღვლობს თავის ახალ სტატუსზე. დემი მურმა განაცხადა, რომ იწყებს წიგნის წერას მისი და ეშტონ კატჩერის გაყრის თაობაზე.
მიუხედავად იმის, რომ დემი მური არაფერს იმჩნევდა, მან ძალიან ძიმედ გადაიტანა მეუღლის ღალატი და გაყრა, თუმცა კრიზისიდან გამოვიდა და ახალი ცხოვრების დაწყება სცადა.
„ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ მიმატოვებდნენ. თვითონ მიტოვება იმდენად არ არის საშიში, შენ ხვდები რომ ეს ადამიანი შენი არ არის, არამედ იმის განცდა, რომ სიბერეში მოიხედავ და მიხვდები, რომ არავის არ ყვარებიხარ გულწრფელად",-განუცხადა მურმა გამოცემა Hello!-ს.
|